x
image
worldsport.ge
ფეხმძიმე სპორტსმენი სარბენ ბილიკზე

imageმამკაცებმაც მშვენივრად იცან, რომ ზოგი მანდილოსნისთვის ფეხმძიმობა უსიამოვნო შეგრძნებებთან და მძიმე დღეებთან ასოცირდება, რომელის ბოლო თვეები და დღეები თითქოს უსასრულოდ იწელება. ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისი, ამერიკელი მორბენალი, 8 თვის ფეხმძიმე ალიზია მონტანოა, რომელმაც მძლეოსნობაში აშშ-ს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
ამ გაბედულმა სპორტსმენმა ქალბატონმა, ექიმების ნებართვით 800 მეტრზე სირბილში იასპარეზა და საკვალიფიკაციო გარბენში ბოლო ადგილი დაიკავა. მართალია ეს ადგილი ნამდვილად არ არის სატრაბახო, მაგრამ ალიზიას მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, - გმირობის ტოლფასია.image

ჩემპიონატის დასასრულს ალიზიამ განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობდა. მონაწილეობის მიღება კი, იმიტომ გადაწყვიტა რომ არ უნდოდა ამ ჩემპიონატის ლიდერს მთელი წრით ჩამორჩენოდა.
აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მან მანძილი 2 წუთსა და 32 წამში დაფარა, რაც ნახევარი წუთით ჩამორჩება მის პირად რეკორდს.


www.worldsport.ge

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0