საზოგადოება ამ ნაჯახით აგჩეხავ და მერე შეგჭამ 2014, 19 ივლისი, 23:15 ![]() ბრიტანეთში, ქალაქ კენტერბერში დაკავებული იქნა 57 წლის მამაკაცი დეილ ბოლინჯერი( Dale Bolinger), რომელმაც 14 წლის გოგონას შესთავაზა ნაჯახით დაეჩეხა მისი სხეული, ხოლო შემდგომ შეეჭამა. როგორც "მეტრო" იუწყება მამაკაცმა 14 წლის გოგონა არატრადიციული სექსის საიტზე გაიცნო, "Dark Fetish Network". გოგონა გერმანიდანაა და საიტზე Eva-ს ნიკით იყო დარეგისტრირებული. "მე მაქვს დიდი ნაჯახი და მისი გამოყენების დიდი გამოცდილება, ნამდვილად გინდა? ყოველივე ამის შემდეგ მინდა შეგჭამო"-მიწერა ბოლინჯერმა ევას. მამაკაცმა თან მოზარდს ფოტო გაუგზავნა ნაჯახით ხელში, "ამით აგჩეხავ და მერე შეგჭამ", თუმცა გოგონაზე მაინცდამაინც ნაჯახმა დიდი ეფექტი ვერ მოახდიანა. მიუხედავად ამისა მექსიკური წარმოშობის გერმანელმა გოგონამ დეილს ეშფორდის ვაგზალზე პაემანი დაუნიშნა. მამაკაცი მივიდა დანიშნულ ადგილას, თუმცა იქ გოგონას ნაცვლად პოლიციის თამამშრომლები დახვდნენ.სამართალდამცავებმა მამაკაცი წინასწარ დაკავების საკანში გადაიყვანეს და ამჟამად არკვევენ რამდენად სერიოზული იყო ბოლინჯერის ზრახვები. თუმცა თვითინ ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიები იყო და არ აპირებდა არც გოგონას აჩეხვას და არც მის შეჭმას.აგრეთვე დეილმა განაცხადა, რომ არასდროს არ ჩაუდენია დანაშაული, არ მოუკლია არავინ და არც არასდროს ჰქონია სექსი არასრულწლოვანთან. 81 6-ს მოსწონს
|