16 თვის პატარა ნაგვის ვედროში ჩაჯდა და გაიჭედა.ცნობისმოყვარე ბავშვი მეხანძრეებმა გაათავისუფლეს.
![უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი
ისტორიებით image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071920573126272.jpg)
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გარკვეული მანევრის შესრულება განიზრახა, მაგრამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა.26 წლის იანგ მინგმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მანქანა სანაპიროზე ნახევრად გადაკიდებული გააჩერა.ნებისმიერ მცირე მოძრაობას შეიძლება კატასტროფა გამოეწვია.ახალგაზრდა მძღოლმა ნერვები მოთოკა და მობილური ტელეფონით სამაშველო სამსახური გამოიძახა, რომელთაც ამწის საშუალებით ამოათრიეს მანქანა და მძღოლიც უვნებელი გადარჩა.
![უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი
ისტორიებით image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071921063326272.jpg)
უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა პატარა ჩინელი ბიჭუნა, რომელიც სარეცხი მანქანის ბარაბანში შეძვრა, როდესაც დედამისმა ყურადღება 2 წუთით მოადუნა.ის ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა უჩვეულო ადგილას და მაშველებმა გამოიყვანეს.
![უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი
ისტორიებით image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071921114726272.jpg)
კენიაში ათასობით მოქალაქემ დემონსტრაციები გამართა პრეზიდენტ უჰურუ კენიატას წინააღმდეგ.ფორთოხლის ფერი წარმოადგენდა ოპოზიციური კოალიციის ფერს.
![უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი
ისტორიებით image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071921122526272.jpg)
ამ იაპონელმა მამაკაცმა კი სრული სიგიჟე ჩაიდინა.ეს გახლავთ მისი ჭამის კონკურსში გამარჯვების ფოტო.მან 113 სოსისი შესანსლა მხოლოდ ათ წუთში.
![უცნაური და საინტერესო ფოტოები თავისი
ისტორიებით image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201407/2014071921173526272.jpg)
ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ მილიონიან ქალაქში რიქშას მძღოლი ხილის წვენს უწილადებს მაიმუნს.ეს დიდი სიყვარულის დასტურია, რადგან რიქშას მძღოლების ყოველთვიური საშუალო შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ 70 ევროს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა ამ ქვეყანაში.