საზოგადოება ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოები 2014, 19 ივლისი, 17:22 მრავალი დიდი პიროვნება მიდის ამ ქვეყნიდან უდროოდ სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი ავადმყოფობით, ზოგი ნარკოტიკების გადამეტებული დოზით, ზოგს კლავენ, ზოგი კი უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება.რა თქმა უნდა მათი უმეტესობა ვერც იფიქრებდა, რომ წინამდებარე ფოტო მათთვის უკანასკნელი იქნებოდა.
ფრედი მერკური, -1991 წელს გადაღებული უკანასკნელი ფოტო, სანამ ბრონქიალური ასთმით გარდაიცვლებოდა, რომელიც შიდსმა გამოიწვია. ამელია ერჰარტი, -უკანასკნელი გაფრენის წინ, 1937 წელი. ჰიტლერის ბოლო ფოტო, სიკვდილამდე ერთი ან ორი დღით ადრე გადაღებული.იგი ბერლინის ბუნკერის მიდამობში დგას და ბომბებისგან დანგრეულ ბერლინს ათვალიერებს. ალბერტ ეინშტეინის უკანასკნელი ფოტო, გადაღებული საკუთარ სახლში 1955 წელს, ერთი თვის შემდეგ იგი აორტის ანვერიზმით გარდაიცვალა. ემი უაინჰაუზის უკანასკნელი ფოტო, რომელიც გადაღებულია ლონდონში, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მისი სახლის სიახლოვეს. ჰით ლეჯერის უკანასკნელი ფოტო ტერი გილიამის ფილმის, „დოქტორ პარნასის წარმოსახვა“-ის გადაღების დროს, მას უკვე მიღებული ჰქონდა გამაყუჩებელი წამლების სასიკვდილო დოზა. პროფესიონალი რესტლერის, კრის ბენუას უკანასკნელი ფოტო, მას ამ დროისთვის უკვე მოკლული ჰყავდა საკუთარი ცოლი ნენსი და 7 წლის შვილი დენიელი.შემდგომ კი თავი ჩამოიხრჩო.მკვლელობის და თვითმკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტო, მუსიკოსი ავტოგრაფს აძლევს მკვლელ დევიდ ჩეპმენს. ბობ მარლის უკანასკნელი ფოტო, გადაღებული გერმანიაში.კიბოთი დაავადებული მომღერალი ოჯახის წევრებთან ერთად. ესლვის პრესლის ბოლო ფოტო სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ, გადაღებულია სიკვდილის დღეს 1977 წლის 16 აგვისტოს. ავსტრალიელი ნატურალისტი სტივ ირვინი ბიოლოგ კრის ჯონსონთან ერთად სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე 2006 წელს. ტუპაკ შაკური სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მენეჯერ შუგ ნაითთან ერთად. ლეგენდარულ ავტომრბოლელის, აერტონ სენას სიკვდილამდე ერთ საათზე ნაკლებია დარჩენილი. ფეხმძიმე შერონ ტეიტის უკანასკნელი ფოტო.რომან პოლანსკის ცოლი რამდენიმე დღეში მხეცურად იქნა მოკლული ჩარლზ მენსონის ბანდის მიერ. მაიკლ ჯექსონი რეპეტიციაზე Staples Center-ში (ლოს ანჯელესი)სიკვდილამდე 2 დღით ადრე. რუსი მოდელის და ბიზნესვუმენის ანა ლოგინოვას უკანასკნელი ფოტო ჟურნალ მაქსიმისთვის გადაღებული 2007 წლის დეკემბერში. მარკ ტვენის უკანასკნელი ფოტო სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, 1910 წლის აპრილში. რკინის ლედის, მარგარეტ ტეტჩერის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო შვილთან მარკთან და რძალთან ერთად გადაღებული 2012 წლის ოქტომბერში. უიტნი ჰიუსტონი ღამის კლუბ Tru Hollywood-ში ერთობა, ერთი დღის შემდეგ მას სასტუმროს ნომერში იპოვიან მკვდარს. პოლ უოკერის ბოლო ფოტო სიკვდილამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გადაღებული. 465 9-ს მოსწონს
|