x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შეყვარებული წყვილი ხეზე ჩამომხრჩვალი,ერთმანეთზე ჩახუტებულები იპოვეს
image






















"ისინი ერთმანეთზე ჩახუტებულები ეკიდნენ, გოგონას ხელები ვაჟის კისერზე იყო შემოხვეული..."


ასეთ მდგომარეობაში იპოვეს ველოსიპედით მოსეირნე ბავშვებმა 16 ივლისს კალინინის რაიონში, აეროპორტ "ზმეევოს" სიახლოვეს მდებარე ტყეში 14 წლის ირინა და მისი შეყვარებული 22 წლის ანატოლი.



-მათ თავი ჩამოიხრჩეს ერთი თოკით, ერთ ხეზე-იუწყება საგამომძიებლო ორგანოს წარმომადგენელი, -ინფორმაციის თანახმად, გოგონა ფეხმძიმედ იყო.ტრაგედიის ადგილზე რაიმე სიკვდილისწინა ბარათი არ იქნა აღმოჩენილი.


ირინას და ანატოლის ძებნა 11 ივლისს დაიწყო, როდესაც გოგონა პარასკევ საღამოს სახლიდან გავიდა კარპინსკის ქუჩიდან(ტვერი) და სახლში აღარ დაბრუნდა.გამოითქვა მოსაზრება, რომ ირინა თავის შეყვარებულთან, 22 წლის ანატოლისთან ერთად გაიპარა.ეს მართლაც სიმართლე გამოდგა, თუმცა...


სამძებრო -სამაშველო რაზმმა "Сова"-მ სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო აქტიურად წყვილის ძებნა.


"ცხოვრება მშვენიერია!-"ეს გახლავთ ირინას ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში.რამ აიძულა შეყვარებულები სუიციდი განეხორციელებინათ ჯერჯერობით გაუგებარია გამოძიებისთვის.


ირინა რემეშკოვოს რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან იყო, იგი დედასთან ერთად ჩამოვიდა ტვერში და გაიარა სამედიცინო შემოწმება, სადაც დადასტურდა, რომ მოზარდი სამი კვირის ფეხმძიმე იყო.


როდესაც დედამ გაიგო მისი ფეხმძიმობის შესახებ, შესთავაზა მას აბორტის გაკეთება, თუმცა გოგონამ უარი განუცხადა.


რაც შეეხება ანატოლის.იგი დარაჯად მუშაობდა ტვერის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში.


როგორც ახლობლები აცხადებენ, ანატოლის მიდრეკილება ჰქონდა სუიციდისკენ.... იყო შემთხვევბი, როდესაც მან ვენები გადაიჭრა.


არაა გამორიცხული, რომ თვითმკვლელობისკენ გოგონას სწორედ მან უბიძგა.


თუმცა მათი ნაცნობები ერთხმად აცხადებენ, რომ წყვილს უგონოდ უყვარდა ერთმანეთი, ისინი 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა ირინას დედა და ანატოლის მშობლები მათი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.image





















1
215
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
2014, 19 ივლისი, 13:03
ღმერთო ჩემო..კარგი ამბის მოსმენა მენატრება:(
0 1 1