x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აფერისტმა გვარად ლუბოვნიკოვმა ქალებს გაცნობის საიტიდან 1,3 მილიონი რუბლი დასცინცლა
image

რუსის ქალებს სამხედროები ყოველთვის განსაკუთრებულად მოსწონთ და თუ ამასთან ერთად გაიგებენ, რომ კაცი ბრძოლაში დაჭრილია, ისინი მზად არიან ყველაფერი დათმონ ამ მამაცი, ყოფილი სამხედროს გამო.


მოსკოვში, დააკავეს აფერისტი ფრიად საინტერესო გვარით-ლუბოვნიკოვი(მიახლოებით, ქართული საყვარელიძეს ანალოგი).46 წლის მამაკაცი ნადირობდა გაცნობის საიტებზე, სადაც ამდენი გაუთხოვარი ან სიყვარულს მოწყურებული ქალია და მოწადინებული არიან გაიცნონ ის "ერთადერთი და გაუმეორებელი".


ის, ქალებს ეცნობოდა, როგორც გადამდგარი სამხედრო იყო, რომელიც ფანტასტიკურ ისტორიებს უყვებოდა საკუთარ ცხოვრებაზე (მოსკოვში რვა ოთახიანი ბინა, ორი უმაღლესი განათლებით და ბიზნესი სოჭში)ისე სხვათაშორის ახსენებდა ბრძოლაში მიღებულ ჭრილობას, რომელიც საჭესთან დაჯდომის საშუალებას არ აძლევდა-- ეს აუცილებელი იყო თავის გასამართლებლად, რადგან თუ მისი თქმით ძვირადღირებული მანქანები ჰყავდა, რატომ მოდიოდა პაემანზე მუდმივად მეტროთი?


image



თუმცა, ქალბატონები მზად იყვნენ დაეხუჭათ თვალი ამ წვრილმანებზე, რადგან ლუბოვნიკოვი ძალიან თბილი იყო, დაუღალავად უმღეროდა ქალებს სიყვარულზე.


ამავდროულად, მამაკაცს "დასამუშავებლად" ერთბაშად რამდენიმე ქალი ჰყავდა, ვისგანაც ფულს სესხულობდა: სოჭში სასტუმროს მშენებლობისთვის, დედის დაკრძალვისთვის და თუნდაც მანქანის შეძენისთისაც კი. იგი თავად არ ანებივრებდა ქალებს საჩუქრებით. საბოლოოდ მას ჰყავდა სამი ქალი ერთდროულად, რომელებიც რა თქმა უნდა ერთმანეთს არ იცნობდნენ.




ერთი 35 წლის და ორი 45 წლის ქალმა რეგულარულად უგზავნიდნენ მას საჭირო თანხას, იგი აუარებელ მადლობას უხდიდა თავის "საყვარლებს". მაგრამ, როგორც კი ქალები ფულის უკან დაბრუნების ითხოვდნენ, ურთიერთობაში ტონალობა მკვეთრად იცვლებოდა. ლუბოვნიკოვი უხეში ხდებოდა.



მან ასევე არც წვრილმან ქურდობას ერიდებოდა. ასე მაგალითად ერთ-ერთ ასეთ "საყვარელს" ოქროს სამაჯური მოპარა თავის ზარდახშიანად.




რა ეტაპზე და რომელ ქალს აევსო მოთმინების ფიალა, ისტორია დუმს, მხოლოდ გამომძალველი-ალფონსის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციაში. აღმოჩნდა, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, მან მიითვისა და მოიპარა 1, 3 მილიონი რუბლი(თითქმის 50 000 ქართული ლარი)


image


ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აფერისტი ქალთა გულთამპყრობელის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159 -ე მუხლის თანახმად. (თაღლითობა.)


სხვათა შორის, გაირკვა, რომ მამაკაცი უმუშევარია და ცხოვრობდა ნეკრასოვის რაიონში, ნაქირავებ ბინაში.

0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0