შოუბიზნესი ნანუკა ჟორჟოლიანი-"ვინც ეროსის იცნობს ან იცნობდა ვერასოდეს დაიჯერებს თვითმკვლელობის ვერსიას" 2014, 16 ივლისი, 10:48 ![]() როგორც იცით, გუშინ რუსთავი 2-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვნეს საკუთარ ავტოფარეხში. იქვე იყო იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მოხდა გასროლა. ოფიციალური ვერსიის თანახმად ეს იყო თვითმკვლელობა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან გარდაცვლილის ახლო მეგობრები და ნაცნობები. ამ ფაქტს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც რამოდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა... ნანუკა ჟორჟოლიანს არ სჯერა ბატონი ეროსის თვითმკვლელობის. "ძალიან ცუდი ამბავია! ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს წყენებს!!!! ეროსიმ ამ ქვეყანაში სხვებთან ერთად მაგარი გუნდი და მაგარი არხი შექმნა! მეწყინა!!!! თან ძალიან!!!" ![]() "ვინც ეროსის იცნობს ან იცნობდა ვერასოდეს დაიჯერებს თვითმკვლელობის ვერსიას. ძალიან საეჭვოა!" ![]() ![]() ძალიან მძიმე თან!" ![]() ნანუკას სჯერა, რომ მის სახლთან არსებული ვიდეო კამერების საშუალებით შასაძლებელი გახდება სიმართლის დადგენა... "სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრობს იქ ახლოს თურქეთის საელჩოა. ფაქტიურად მისი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით... შესაბამისად მის სახლთან ბევრი გარე კამერა უნდა იდგეს." ![]() 63 3-ს მოსწონს
|