x
image
ციცი
Mediator image
ნანუკა ჟორჟოლიანი-"იქნებ უთხრას ვინმემ რომ პრეზიდენტის შვილია"(+მანქანაში ამღერებული ანა მარგველაშვილის ვიდეო)
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია და არ არსებობს საქართველოში მოვლენა, რომ იგი თავისი პოსტით არ გამოეხმაუროს.

მისი მორიგი სტატუსი ეხება საქართველოს პრეზიდენტის შვილს, ანა მარგველაშვილს. რამდენიმე დღეა უკვე რაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ანა მარგველაშვილი მეგობრებთან ერთად, ესკორტის მანქანაში არაფხიზელ მდგომარეობაში მღერის.

ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა გააზიარა ვიდეო ბმული და შემდეგი სტატუსი დაურთო:

"ეს გოგო ბევრჯერ დავიცავი თავდასხმებისგან... ერთხელ ინგა გრიგოლიას გადაცემაში საჯაროთაც კი, მაგრამ იქნებ უთხრას ვინმემ რომ პრეზიდენტის შვილია და თუ არ უნდა კრიტიკის ობიექტი გახდეს ასეთ ვიდეოებს ნუ ავრცელებს... იქნებ აუხსნან მისი სტატუსი... ხაზს ვუსვამ სიმღერას არავინ უკრძალავს!"image


ნანუკას მეგობრებში აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის ქალიშვილს და ისეთებიც, რომლებიც აკრიტიკებდნენ მის საქციელს.

"მე პრეზიდენტად ერთი კაცი ავირჩიე და არა მისი მთელი ოჯახი. მაშინ საარჩევნო ბიულეტენში მოაყოლეთ კანდიდატის ოჯახის თითოეული წევრის ანკეტა-წარსული, კვების რაციონი, გართობის სტილი და ა.შ
და საერთოდ, პრეზიდენტი იმისთვის ირჩევა, რომ ქვეყანას მისცეს სწორი მიმართულება და არა იმისთვის, რომ ოჯახის იდეალი წარმოადგინოს.
იმაზე მგონი ყველა თანხმდება, რომ ამ გოგოს "დანაშაული" ვიდეოს გაბაზრება და კარგად ვერშენახვაა და არა სიმღერა ან გადაღება. ძალიან სამწუხაროა !"

"კარგი ოჯახი, გადასარევი შვილები ვისაც ყავდა ის არ ინდომეს, ბიძინას ფულებზე გაყიდეს ღირსება, ჰოდა ვისი ღირსიც ვიყავით ის გვყავს პირველ ლედიდ ასეთ უმსგავსო შვილთან ერთად, ვაი სირცხვილო."imageimage

1
2195
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2195
  
2014, 17 ივლისი, 10:41
ოხ,ოხ,ოხ, რა ბოღმა ხალხი არსებობობს:))))))
ვისი რა უკანალის საქმეა პრეზიდენტის შვილი თავის ვიდეოებს რა მიმართულებას მისცემს..... სწორედ ნანუკასნაირმა არამკითხე ცნობისმოყვარეებმა,რომ კუდი მოაბან და მერე მაგათზე იკაიფოს,იმიტომ გაავრცელა ეგ ვიდეო:))))
0 1 1