შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი- "მიყვარხარ გოგო და მიხარია შენი ყურება!" 2014, 15 ივლისი, 13:06 ქართველ სექსსიმბოლოს შორენა ბეგაშვილს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს ერთადერთი ქალიშვილი ევა. მსახიობი შორენა ბეგაშვილი 17 წლის ასაკში ცოლად გაყვა თავის პირველ სიყვარულს, როელთანაც 6 წლიანი სასიყვარულო ისტორია აკავშირებდა სკოლის მერხიდან. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორენა მეუღლეს დაშორდა... შორენამ პოპულრობის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა და ახლა შორენა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საურველი ქალბატონია ცნობილ ქართველებს შორის... შორენას გოგონა, ევა ბარბაქაძე ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, რომლის ფოტოებსაც არასოდეს არ გამოუწვევია არანაირი განსაკუთრებული ინტერესი. მაგრამ რანდენიმე დღეა უკვე, რაც ევას სურათებმა მთელი ქართული ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. შორენას დაბადების დღისთვის საგანგებოდ გამოწყობილი და იმიჯშეცვლილი ევა, მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ყველა აღნიშნავს, რომ შორენას გოგო დედასავით ლამაზი და დახვეწილია. იმასაც კი ამბობენ, რომ შესაძლებელია ევამ შორენას სილამაზეც კი დაჩრდილოს... შორენას შვილის მიმართ დიდი სიყვარული აქვს და ამაყობს მისით. სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთულ ევას ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა შორენამ: "მიყვარხარ გოგო და მიხარია შენი ყურება"... ალბათ დამეთანხმებით, რომ ევა ბარბაქაძე მართლაც ძალიან გალამაზდა, გაიზარდა და დაიხვეწა... 1195 3-ს მოსწონს 2-ს არა
|