საზოგადოება გინდა ჯადო მოგიხსნა?ანუ როგორ აწაპნეს 26 წლის გოგონას 2.7 მილიონი რუბლი 2014, 13 ივლისი, 14:35 მოსკოვში 26 წლის ელენა ტენი თაღლითების მსხვერპლი შეიქმნა.ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ჰიპნოზის თუ მოჯადოების მეშვეობით უცნობმა წყვილმა გოგონას 2, 7 მილიონი რუბლი აწაპნა. ელენა საღამოს 7 საათისთვის სეირნობდა პარკში, ვერნადსკის პროსპექტის ბოლოში.მას გამოელაპარაკნენ მამაკაცი და ქალი, რომლებმაც გოგონას შესთავაზეს ჯადოს მოშორება.საუბრისას წყვილმა გოგონას უთხრა, რომ მის ყველა წარუმატებლობაში და უბედობაში დამნაშავეა ავტომობილი "BMW Х6", რომელიც გოგონამ ლომბარდში ჩააბარა სმოლენსკ-სენის ქუჩაზე. მაშინ თაღლითებმა გოგონას სთხოვეს ეჩვენებინა ფული. "კეთილისმსურველებმა" ელენა დაარწმუნეს, რომ მის უიღბლობაში დამნაშავეა სწორედ ეს დაწყევლილი ფული. თაღლითებმა ელენას შესთავაზეს ფული "უარყოფითი ენერგიისან" გაენთავისუფლებინათ. წყვილმა გოგონას ფული გამოართვეს და უკვალოდ გაქრნენ, ისე რომ ელენამ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო. შსს-ს თანამშრომლები ეჭვმიტანილებს ტროპარევო-ნიკულინოს რაიონში ეძებენ.ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. 46 5-ს მოსწონს
|