და მე იმ ქალაქიდან ვარ, რომელსაც თავს დასშტერებია ბიძინა და მრცხვენია! მრცხვენია! მრცხვენია!!!
ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი საფრანგეთში ცხოვრობს.მან საქართველო ცხრა წლის წინ იძულებით დატოვა. ამჟამად იგი საქართველო-საფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორია, ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველთა საბჭოსწევრი და ევროპის ტრანსნაციონალური კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტ-კონსულტანტი.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ემიგრანტი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან გამოეხმაურა.
'მე იმ ქალაქიდან ვარ, რომლის აევნებს, დუქნებს და ქუჩებს ხატავდა ფიროსმანი და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, რომლის აევნებიც და ქუჩებიც გადაწვა მხატვარმა კიტოვანმა და მრცხვენია!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც კაცურად დააბიჯებდა გალაქტიონი, ერქვა პოეტი და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც კუნტრუშობს ამაშუკელი, ჰქვია პოეტი და მრცხვენია!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ჯავახიშვილს ერქვა პრორექტორი და რექტორი და უზომოდ ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც კურტანიძეს ჰქვია პრორექტორი და უზომოდ მრცხვენია!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ვახტანგმა საძირკველი გათახარა და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ქალაქის თავად აირჩიეს ნარმანია და მრცხვენია!
მე იმ
ქალაქიდან ვარ, სადაც ერთმანეთს ტიტებს ჩუქნიდნენ და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ახლა, ზიზიღი, შური და მტრობაა
და ძალიან ძალიან მრცხვენია!!!
მე იმ ქალაქიდან ვარ, რომელსაც თავს დასცქერის ქართლის დედა და ვამაყობ!
და მე იმ ქალაქიდან ვარ, რომელსაც თავს დასშტერებია ბიძინა და მრცხვენია! მრცხვენია! მრცხვენია!!!""