x
image
worldsport.ge
სკოლარიმ, შესაძლოა, პოსტი შეინარჩუნოს

imageმიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალის ნახევარფინალური მატჩი გერმანიასთან დიდი ანგარიშით 1:7 წააგო, "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ პელიპე სკოლარიმ, შესაძლოა, თანამდებობა შეინარჩუნოს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური პრესა ავრცელებს.
ბრაზილიის მრავალმილიონიან მოსახლეობას საკუთარი გუნდის ხილვა ფინალში სურდა, თუმცა დღეს, "პენტაკამპეონესა" და ჰოლანდიის მესამე ადგილისთვის ბრძოლის ნახვა მოუწევს.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მარკო პოლო დელ ნეროს, სკოლარის ამჟამინდელ პოსტზე დარჩენის სჯერა: "იმედია დარჩება, რაც მოხდა ეს ტაქტიკური შეცდომა იყო, ხოლო შეცდომები ყველას მოგვდის. მთავარი ისაა, რომ მან გუნდში სამუშაოები კარგად ჩაატარა და ნაკრები კარგად მოამზადა."
ლუიშ ფელიპე სკოლარი დელ ნეროს და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ხოსე მარია მარინის ჰოლანდიასთან დაპირისპირების შემდეგ შეხვდება. სკოლარიმ განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრებში მისი მწვრთნელობის პირველი ფაზა დასრულდა და აღნიშნულ შეხვედრას ელოდება, რათა მისი მომავალი გაირკვეს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0