x
image
worldsport.ge
მაქსი როდრიგესი: “მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა”

imageარგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუელს ოლდ ბოიზის” ნახევარმცველმა, მაქსი როდრიგესმა, ჰოლანდიელებთან ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც არგენტინელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, მცირე კომენტარი გააკეთა. აღნიშნულ კომენტარს BBC ავრცელებს.
“ვთვლი, რომ ეს სიხარული და ბედნიერება დავიმსახურეთ. ჩვენი გუნდი ფინალში გასვლაზე პირველივე მატჩიდან ფიქრობდა და ახლა, გვაქვს შანსი, ოცნება რეალობად ვაქციოთ და ნანატრ ტიტულს დავეუფლოთ” – განაცხადა მაქსიმ.
შეგახსენებთ, რომ მაქსი გუშინდელ შეხვედრაში 101-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ეზეკილ ლავეცი შეცვალა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – გადამწყვეტი, მეოთხე თერთმეტმეტრიანი სწორედ მან გაიტანა.
ლევან გოგოტიშვილი
www.worldsport.ge

1
70
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
70
  
2014, 10 ივლისი, 14:21
ხოდა ეგ ნაბიჯი იქნება რომ ვერ გადადგავთ...გერმანიააას ისეთი თამაშიტ როგორადაც გუშინ იტამასებთ ვერასდროს ვერ მოუგებთ...დი მარიამ შეიძლება გაქაჩოს თუ ითამაშა....
0 1 1