x
image
ციცი
Mediator image
თეონა კონტრიძე-"უზრდელო და უტაქტო, ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო!"
image

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, 87 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს ექსპრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე.

მისი გარდაცვალების ფაქტს სხვადასხვა რეაქცია მოყვა სოციალურ ქსელებში ქართველი საზოგადოების მხრიდან.

უმეტესი ნაწილი საზოგადოებისა ლანძღავს ყოფილ რიგით მეორე საქართველოს პრეზიდენტს.


ასე რომ, ეს დღეები სოციალური ქსელები აჭრელებულია ედუარდ შევარდნაძის განსჯით და ლანძღვა-გინებით.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, მომღერალმა თეონა კონტრიძემ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

"მომისმინეთ! ჯერ სოფელ მამათიდან წამოდით, გახდით საბჭოთა საქართველოს პირველი პირი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი! და მერე "იბაზრეთ", თქვე უზრდელო და უტაქტო, ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო! ფუუ!"

ამ სიტყვებით გამოხატა თეონა კონტრიძემ თავისი დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე...

მის სტატუს ბევრი გამოეხმაურა, ძირითადათ აღნიშნავდნენ, რომ ამდენი არაადამიანური კომენტარი არ უნახავთ არავისზე:

" კაცები იწყევლებიან და ქალები იგინებიან..."

ზოგი კი თვლის, რომ

"მასთან ერთად ერთი დიდი ეპოქა დასრულდა... ცუდზე თუ კარგზე ახლა საუბარი არ ღირს, მაგრამ მართლაც რომ უდიდესი დიპლომატი იყო ეს ფაქტია!..."

ნათელში ამყოფოს ბატონი ედუარდის სული!image

2
503
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
503
  
2014, 11 ივლისი, 14:15
შენ უნდა გეცხოვრა ზამთარში კორფუჯით აყროლებულ ოთახში..უნდა მდგარიყავი პურის" სასიკვდილო" რიგში და უმეტეს შემთხვევაში სახლში ხელცარიელი დაბრუნებულიყავი კი არ უნდა გაქცეულიყავი საქართველოდან... და მერე ვნახავდით ვინ იქნებოდა უტაქტო და ასფალტზე აღმოცენებული ყოვლად უვიცი ხალხი..ჯოჯოხეთი რომ დაატრიალა შევარდნაძემ და მისმა დამქაშებმა მაშინ უნდა ყოფილიყავი აქ და ნახავდი რას იტყოდი დღეს.
2014, 10 ივლისი, 21:55
ეს "ქალი" რომ ამ სიტყვებს სხვაზე იტყვის...
0 1 2