x
image
კატაპულტი
სპილომ თავისი გათავისუფლების დროს ცხარე ცრემლებით იტირა

რაჯუსპილო სახელად რაჯუ 50 წლის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა.იგი ფეხზე მობმული ჯაჭვით იყო ამ ხნის განმავლობაში და არაერთხელ გამხდარა ცემის მსხვერპლი.ერთადერთი, რაც რაჯუს თავისი ცხოვრებიდან ახსოვს, ტკივილია. იგი სულ პატარა შეიპყრეს და წლების განმავლობაში ერთი მფლობელის ხელიდან მეორისაში გადადიოდა.განსაკუთრებით სასტიკი აღმოჩდა მისი ბოლო პატრონი, რომელმაც ცხოველი ჯაჭვით დააბა და ხშირად სცემდა და აწამებდა.დატანჯულ რაჯუს საკვების პრობლემაც ჰქონდა და მხოლოდ მაშინ იკვებებოდა, როდესაც მის სანახავად ტურისტები მიდიოდნენ და ისინი აჭმევდნენ.

რაჯუს ბედ-იღბლით ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Wildlife SOS-მა ყურადღება მიაქცია სპილოს მძიმე მდგომარეობას და გადაწყვიტა, რომ გასაცოდავებული არსება ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა. “ის ისე ჰყავდათ ჯაჭვით დაბმული, რომ იგი ძალიან მძიმე ტკივილს განიცდიდა.ჩვენი წარმომადგენლები მასთან ხილით მივიდნენ და ეფერებოდნენ, რათა რაჯუ მიმხვდარიყო, რომ ჩვენ აქ ვართ, მის დასახმარებლად მოსულები. და სწორედ ამ დროს სპილოს თვალებიდან ცხარე ცრემლები გადმოსცვივდა და მთელი სახე დაეფარა.

ამჟამად რაჯუ სპილოებისათვის განკუთვნილ სამაშველო ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების და მისი სახეობის სხვა წარმომადგენლებთან კონტაქტის საშუალება ექნება.ასე, რომ ახლა უკვე აქვს რაჯუს შესაძლებლობა, რომ თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები მაინც გაატაროს ბედნიერად.

ჩვენი კი წარმატება ვუსურვოთ მას!

2
86
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
86
  
2014, 10 ივლისი, 11:50
:'( არაადამიანები. სათითაოდ უნდა დაებატთ ისინი და ასე ეწამებინათ წლების მანძილზე
0 1 2