x
image
K.P.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა
imageსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში, დღეს, 7 ივლისს გარდაიცვალა. რა გახდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლებიც ადასტურებენ.

ედუარდი 1928 წლის 25 დეკემბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა. პედაგოგის ოჯახში 5 ბავშვი იზრდებოდა, ერთი გოგონა და 4 ვაჟი. სტალინური რეპრესიების დროს დაპატიმრებული ამბროსი შევარდნაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის ვაჟთაგან ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა.

ედუარდმა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა, მოგვიანებით თბილისის პარტიულ სკოლაში განაგრძო სწავლა, ბოლოს კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად.

image


შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლდათ. 1992 წელს საქართველოში დაბრუნდა. მასზე თავდასხმა სამჯერ მოაწყვეს, სამივეჯერ გადარჩა.

საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ორჯერ ეკავა, 1995 წელს ხმათა 74%, ხოლო 2000 წელს ხმათა 82% მიიღო.

2003 წლის 23 ნოემბრის, ვარდების რევოლუციის შემდეგ თანამდებობა მშვიდობიანად, უსისხლოდ დატოვა. რის შემდეგაც საქართველოში 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

ედუარდის მეუღლე, ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე 2004 წელს გარდაიცვალა. წყვილს 2 შვილი, ვაჟიშვილი პაატა და ქალიშვილი მანანა ჰყავს.

imageimage

0
108
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0