x
image
worldsport.ge
"ცრემლები მოიშორე, შენ ისედაც მსოფლიოს ჩემპიონი ხარ!"

image"ვიტირე და დღესაც ვერ ვიკავებ ცრემლებს, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ და მაინც წავაგეთ. კაცებიც ტირიან. თუმცა, სამშობლოში ბედნიერი ვბრუნდები. ყველას თვალწინ დაიბადა ნაკრები, რომელიც მომავალშიც დიდი ძალა იქნება" – ეს ხამეს როდრიგესის სიტყვებია.
22 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ამ მუნდიალზე 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან ხუთივე ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა, აქედან, ურუგვაისთან დუბლი შეასრულა.
ხამესი ბრაზილიასთან წაგებული მეოთხედფინალის შემდეგ ტიროდა. მას დავიდ ლუიზი და დანი ალვეში ამშვიდებდნენ. საინტერესოა, რა სიტყვები შეიძლება გამოძებნო ამ დროს...
"ჩემპიონები მხოლოდ ისინი როდი არიან, რომლებიც თასს ხელს ავლებენ. ხამეს როდრიგესმა ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნირი და თავაწეუილი უნდა ტოვებდეს მინდორს. ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონია. მე და დანი ალვეშმა სწორედ ეს ვუთხარით ხამესს: "ცრემლები მოიშორე, შენ ისედაც მსოფლიოს ჩემპიონი ხარ!" - თქვა დავიდ ლუიზმა.
კოლუმბიელმა კი მადლობა გადაუხადა ორივე ბრაზილიელს:
"ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ისინი მოვიდნენ და მამშვიდებდნენ. დავიდ ლუიზი და დანი ალვეში არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელები, დიდი ადამიანებიც არიან".
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ხამესმა განაცხადა, რომ "მონაკოში" ბედნიერია და ამ ზაფხულს არსად გადასვლას არ აპირებს.
ნანობაშვილი ილია
www.worldsport.ge

5
443
6-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
443
  
2014, 7 ივლისი, 0:49
ვნახოთ ვნახოთ :)
2014, 7 ივლისი, 0:34
აი ზეგ საღამოს ვნახოთ :)
2014, 7 ივლისი, 0:29
ვათ?:D
2014, 6 ივლისი, 23:52
დოიჩლანდ :)
2014, 6 ივლისი, 11:29
ბრაზილია
0 1 5