სხვა დიზაინერთა უახლესი კრეატიული გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ 2014, 4 ივლისი, 23:41 დახვეწილი დიზაინი - ეს არამარტო ორიგინალური იდეაა, არამედ ამ იდეის პრაქტიკული ხორცშესხმაცაა. ნებისმიერი ნივთი იქმნება ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ სხვა ადამიანებისათვის, რომ მათ გაუადვილოს ცხოვრება და შეუქმნას კომფორტი.
გთავაზობთ დიზაინერების კრეატიულ ნამუშევრებს, რომლებიც სულ ახლახან გამოჩნდა დღის სინათლეზე.
ცომის საბრტყელებელი ნაყშებით პოლონელმა დიზაინერმა Zuzia Kozerska -მ მოიფიქრა ლაზერული გრავირების მეშვეობით ყველა დიასახლისისათვის ნაცნობ საგანზე-ცომის საბრტყელებელზე დაეტანა სხვადასხვა ნაყშები. ახლა უკვე საკონდიტრო და ფქვილოვანი ნაწარმი შეიძლება გამოვაცხოთ სხვადასხვა მოხატულობით, რითაც გავახალისებთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი- ბავშვებს. ნათურა-ღრუბელი დიზაინერ რიჩარდ კლარკსონის წყალობით ოთახში შეგეძლებათ ''დაასახლოთ'' თქვენი საკუთარი ღრუბელი. თანაც ჩვეულებრივი კი არა, ჭექა-ქუხილის ღრუბელი. ასეთი უცნაური "ჭექა-ქუხილით" თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ისე, რომ წვიმის წვეთიც კი არ დაგეცეთ თავზე. მაგიდა, რომელზეც მდინარე მოედინება ბრიტანელმა დიზაინერმა Greg Klassen-მა შექმნა აი ასეთი ორიგინალური მაგიდა, რომელზეც თითქოსდა მდინარე მოედინება. ეს მაგიდა ბუნებრივი და დიზაინერული ფორმების იდეალური შეხამებაა. საჰაერო კარავი ამ სურათის დანახვაზე არ გეგონოთ, რომ უცხოპლანეტელები პიკნიკს აწყობენ დედამიწაზე. ეს სავსებით რეალურად არსებული კარავია, რომლის დიზაინი მოიფიქრა ამერიკელმა Alex Shirley-Smith-მა. კარავი მაგრდება ხეების შტამზე, რაც შესანიშნავია უსწორმასწორო ნიადაგის შემთხვევაში. გარდა ამისა, ასეთ კარავში გაცილებით დაცული ხართ ქვეწარმავლებისაგან და ხედიც შესანიშნავია. რეზინის ჩექმები( ბოტები), რომლებიც ჩანთაში თავსდება იმისათვის, რომ თავსხმა წვიმისთვის მუდამ მზად იყოთ, ბარსელონელმა დიზაინერმა Estel Alcaraz-მა შექმნა უნიკალური წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში თქვენი ჩანთის შიგთავსის 1/5-ს თუ დაიკავებს. აქ მთავარია მასალა-ბოტები Sardines შექმნილია მაღალხარისხიანი თერმოპლასტიკური მასალის-პოლიურეტანისაგან. მაისური-ტეტრისი დიზაინერმა Marc Kerger-მა აისრულა თავისი ბავშვობის ოცნება და შექმნა მაისური-ტეტრისი. მაისური მუშაობს ჩვეულებრივ ბატარეებზე. ის შესანიშნავი საშუალებაა ბავშვების გასართობად. Honey I’m Home! გასაღების შესანახი, რომელიც თითქოს გადათამაშებაა სიტყვებისა Honey I’m Home! (ძვიფასო, მე სახლში ვარ!) მოიფიქრეს დიზაინერებმა Malorie Pangilinan-მ და Luz Cabrera-მ. ფუტკრის ფიჭისმაგვარი სათავსო ივსება იმის მიხედვით, თუ ოჯახის რამდენი წევრი დაბრუნდა სახლში. აქ თითოეული უჯრედი ოჯახის თითოეულ წევრს გამოხატავს. ხმოვანი ბეჭდები ჰოლანდიელმა დიზაინერმა Michiel Cornelissen-მა გამოიგონა ისეთი ხმოვანი ბეჭედი, რომელიც ძალიან დაეხმარება მუსიკოსებს, განსაკუთრებით მას, ვინც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს. ბეჭდები დამზადებულია 3D პრინტერის საშუალებით. მებიუსის ლენტა 6- მეტრიანი დრეკადი ლენტა «The Body'' იოლად ღებულობს ნებისმიერ ფორმას. იდეის ავტორი ფინელი დიზაინერი Kirsi Enkovaara ამბობს, რომ ლენტა შეიძლება გამოვიყენოთ ხალიჩად, პატარა სავარძლად ან შეზლონგად. ამასთანავე, ის შენახვისას ძალიან ცოტა ადგილს იკავებს. ფინჯანი კალათბურთის რგოლით ფინჯანი კალათბურთის რგოლით მოიგონა 9 წლის ბავშვმა, მას ეტყობა ძალიან უყვარს გართობა ჭამის დროს. ლარნაკები ფანქრებისაგან ერთი შეხედვთ გეჩვენებათ, რომ ეს ჩვეულებრივი ლარნაკებია. ისინი შეიქმნა სტუდია Markunpoika-ში. თავდაპირველად ერთმანეთთან შეაწებეს ფანქრები, შემდეგ კი ის დაამუშავეს სპეციალურ ჩარხზე, რომ მიეცათ სასურველი ფორმა. საბოლოოდ ლარნაკებს აპრიალებენ და უსვამენ ლაქს. საკიდი-თევზი დიზაინერებმა მოიფიქრეს სახალისო საკიდი, რომელსაც თევზის ჩონჩხის ფორმა აქვს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ ნივთს ყველგან ვერ შეხვდებით. სანათი-ბაბუაწვერა მხატვარი და დიზაინერი Takao Inoue იმდენად შთააგონა ბაბუაწვერებმა, რომ გადაწყვიტა მათგან სანათები შეექმნა. ყვავილები განთავსებულია სპეციალურ აკრილის ყუთებში და განათებულია ქვემოდან აკვარიუმი აკვარიუმს, რომელიც Psalt Design-ის დიზაინერებმა შექმნეს, სურვილი გიჩნდება უფრო მეტხანს უყურო, ვიდრე მასში მოცურავე თევზებს. ორგანაიზერი აქსესუარებისათვის გასაღებები, სათვალეები, ტელეფონი, საათი და სხვა წვრილმანები შეგიძლიათ შეინახოთ სათავსოში, რომელსაც თავის ქალის ფორმა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან Suck UK-ის დიზაინერები, რომლებმაც შექმნეს ეს საგანი. წიგნების დამჭერი "ევოლუცია" წიგნების დამჭერი, რომელშიც შემდეგი აზრია ჩადებული :"რაც უფრო მეტს ვიკითხავთ, მით უფრო შორს წავალთ ევოლუციის პროცესში", -მოიფიქრა დიზაინერული სტუდიის Doiy-ის დიზაინერმა. 495 12-ს მოსწონს
|