შოუბიზნესი მთელი თბილისი ჯულიანა ბარ-გნარის და გიორგი ყიფშიძის რომანზე ალაპარაკდა 2014, 2 ივლისი, 13:27 თითქოს უკვე ტრადიციად იქცა ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყვილებს შორის რომანი. ჯერ იყო და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესა და მოცეკვავე სალომე ჭაჭუას რომანზე ალაპარაკდა საზოგადოება, მანამდე მათ ორივეს შეყვარებულები ყავდათ და პროექტის შემდეგ დაშორდნენ მათ. თუმცა წყვილი კატეგორიულად უარყოფა მათ შორის რომანს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჭორი სულაც არ ყოფილა და ისინი ახლა უკვე ერთად ცხოვრობენ. ახლა კი უკვე სალაპარაკო მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარის და მსახიობ გიორგი ყიფშიძის წყვილი გახდა, რომლებიც წინა სეზონზე ერთად ცეკვავდნენ. მიუხედავდ იმისა, რომ მათმა წყვილმა ვერ მოიპოვა გამარჯვება შოუში, გიორგი ყიფშიძეს პროექტის სპონსორებმა საცხოვრებელი ბინა გადასცეს საჩუქრად. გიორგი ყიფშიძე, როგორც იცით ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. პირველად მისი მეუღლე იყო მოდელი ქრისტი ყიფშიძე, რომელთანაც ყავს გოგონა ნატალი. მეორე მეუღლე კი არის მხატვარი ანი ჩიკვილაძე. მასთან გიორგის ყავს პატარა ალექსანდრე. გავრცელებული ხმების მიხედვით მეუღლე გიორგიმ ჯულიანას გამო სახლიდან გააგდოვო. თუმცა გიორგის ოჯახის წევრები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გიორგი და ჯულიანა ყოველთვის უარყოფდნენ მათ შორის ფლირტის არსებობასაც. წყვილს ხშირად ხედავენ ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გავრცელებული ჭორების მიხედვით გიორგი და ჯულიანა დაქორწინებასაც აპირებენ. ჯულიანა ბარ-გნარს პირადი ცხოვრების შესახებ საუბარი არ სურს, არც გათხოვებას აპირებს. როგორც მან აღნიშნა, მთავარია რომ ბედნიერია. 1580 4-ს მოსწონს 1-ს არა
|