ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, პერფომერი და მსახიობი დავით დეფი გოგიბედაშვილი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელისმოწერასთან დაკავშირებით საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან 21 საუკუნის რასიზმით და შოვინიზმით შეპყრობილ "უშნო გრუზინებს, ამ მახინჯ და უჯიშო, უსამშობლო ნაბიჭვრებს" ეხმაურება.
"ჩემი სიძე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ჰქვია აარონი. ფერადკანიანია. ცხოვრობს ლონდონში და თბილისში. არტისტია. მოცეკვავე. დღეს, 28 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრთან, მაკდონალდსში იჯდა. რამოდენიმე ქართველი მასთან მივიდა და აგრესიით, ყვირილით, ზიზღით და ათასნაირი შეურაცხყოფით მაკდონალდსიდან გასვლა უბრძანა. მან დახმარება დაცვას სთხოვა. დაცვის რეაქცია - ხითხითი და ზანტი სიარული. მაკდონალდსში მყოფი ადამიანების რეაქცია - „არაფერი მესმის, არაფერს ვხედავ, არავის არაფერს ვეუბნები.“
აარონმა პატრული გამოიძახა. პატრულის მოსვლამდე იმ ჯეელებმა ცოფი ისევ ყარეს „აქ ზანგების ადგილი არაა!“ და ა.შ. და წავიდნენ. პატრულის მოსვლით არც არაფერი შეიცვალა. ოფიცერთა იგივე რეაქციები, როგორც მაკდონალდსის დაცვისა და იქმყოფი ადამიანების - „ჰო კაი ახლა, ეგეთები ხდება? მაშინ უჩივლე...“ პროფესიონალიზმი, მონდომება, თანაგრძნობა, შეგნება - ნ უ ლ ი.
იგივე მოხდა რამოდენიმე დღის წინ, ოღონდ სმარტში. სასტუმრო რადისონთან. აარონის დანახვაზე ქართველმა ვაჟებმა მისი შეურაცხყოფა დაიწყეს. დაცვის და ხალხის რეაქცია აქაც - ნ უ ლ ი. სანამ ერთი ამერიკელი საქმეში არ ჩაერია და კაცი იქიდან არ გამოიყვანა.
ახლა კი თქვენ მოგმართავთ შსს მინისტრო, პრემიერ მინისტრო, პრეზიდენტო, პარლამეტის თავჯდომარევ და მოქელაქე ივანიშვილო - ეს თქვენ გააკეთეთ. ჰო, ეს თქვენი გაკეთებულია. ამ უშნო გრუზინებს, ამ მახინჯ და უჯიშო, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე, ოცდამეერთე საუკუნის თბილისში ასე იქაჩებიან, მათაც ვინც ასეთ რამეს ხედავენ და არაფერს აკეთებენ, მათაც ვინც არც თავის მოვალეობას ასრულებენ - თქვენი სახეები აქვთ და თქვენი სახელები ჰქვიათ. ამის უფლებას მათ თქვენ აძლევთ. ამ სისაზიზღრეს თქვენი საკუთარი სიბილწით, ქლესობით, ბოღმით, დაკომპლექსებულობით, უნიათობით და სრული არარაობით ქმნით. ამ მანიაკებს ღრმად სწამთ რომ არ დაისჯებიან და ამ რწმენასაც თქვენ უღვივებთ. თქვენ სირცხვილი ხართ. მე მრცხვენია თქვენი. ყოველი თქვენგანის მრცხვენია.
ევროპა? რა ევროპა?"