საზოგადოება "მის-ვარსკვლავები 20"-ს კოჰაბიტაციური ნიუანსები 2014, 27 ივნისი, 23:22 25 ივნისს, რესტორანმა "კრწანისმა" საქართველოს ყველაზე ორიგინალური და პერიოდული კონკურსის, ფოტოგენურობის კონკურსის მე-20 საიუბილეო ცერემონიალის გამარჯვებულებს უმასპინძლა. ამ კონკურსის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მასში მონაწილე გოგონებს არ მოეთხოვებათ არანაირი საყოველთაოდ დადგენილი სტანდარტები – არა სიმაღლე, არა წონა, არა არამეტრები, ვინც გინდათ იყავით – გათხოვილი, გამოთხოვილი, ბავშვიანი, უბავშვო, საყვარლიანი, ქმრიანი, ბინიანი, უბინაო, სვანი, ჩეჩენი, კახელი, რუსი :) – მოკლედ რავის არაფერი არ აინტერესებს თქვენი, გარდა ერთისა: - თავად გეგონოთ, რომ ხართ ფოტოგენური! – ყოველშემთხვევისთვის ასე მიმართავს ხოლმე პოტენციურ კონკურსანტებს ამ იდეის ავტორი და კონკურსის ორგანზიატორი – ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, რომელიც აგერ უკვე მეოცედ გაუძღვა მომხიბლელ პარტნიორ ნინი ადიშვილთან ერთად კონკურსის 10 გამარჯვებულის დაჯილდოებას. განსაკუთრებულად დამაინტრიგებელი აღმოჩნდა სწორედ მე-20 საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, როგორც აღმოჩნდა ორგანზიატორმა კვლავ სწორი გათვლა გააკეთა და ჟიურიშიუახლოესი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოფილი ოპოზიციონერი და პოლიტმატიმრის სტატუსით მიშას მთავრობისგან დაპატიმრებული მიშა მესხი დასვა (რომელიც მომღერალ სოფო ბედიას საქმროა) და მეორე მაგიდასთან ნაციონალური მოძრაობის, კონკრეტულად კი "თავისუფალი ზონის" აქტივისტები განალაგა, რომლის წევრიც "მის-ვარსკვლავები 20"-ს ერთ-ერთი გამარჯვებული ათთაგან – ანი გურგენიძე ("მის-მომხიბვლელობის" ნომინაციის მფლობელი) იყო. თავად წამყვანი, ჟურნალისტი ჩუბინიძე, გვარიდან გამომდინარე, როგორც აღმოჩნდა ზუსტად ისროდა და მიზანში არტყავდა ორივე პოლიტიკური გუნდის წინაღმდეგ ნასროლ ისრებს, რომელიც ძირითადად ცინიკური იუმორით იყო გაჟღენთილი და საკმაოდ წარმატებულადაც ხუმრობდა მათზე და აშკარად ჩანდა, რომ მაქსიმალურად ცდილობდა გამოეყენებინა კოჰაბიტაციის არსებული მდგომარეობა :) საინტერესო იყო ერთ-ერთი მონაწილის, ცისფერკაბიანი ელენე ობოლაშვილისადმი განსაკუთრებული ინტერესი და სიმპათიები, ამ დრომდე კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი სტაჟიანი წევრის ზაალ წულუკიძისა, რომლის აშკარა გავლენითაც და ინტერესების გათვალისწინებითაც იგრძნობოდა ჟიურის დანარჩენს წევრებზე – გვერდ-ზედ და ქვეწოლაც კი :))))))))))))), რადგან - ჟიურის ანკეტებში შემოხაზული გვირგვინოსანის სახელი ყველას ერთიდაიგივე ეწერა იმ მაგიდასთან მსხდომთაგან, თუმცა კონკურსის მთელი ხიბლი იმაშია, რომ გვირგვინოსანის სახელი მაქსიმალურად ახლოს იყოს ხალხის არჩევანთან…. როგორც აღმოჩნდა ცისფერკაბიან მონაწილეს დაბალი ქულები ქონდა (ათეულში) და ჩანდა, რომ თავიც არ შეუწუხებია არც რეკლამისთვის, არც პიარისთვის, და ამიტომაც – აღმოჩნდა გვირგვინოსანი სწორედ ის გოგონა, რომელიც წითელი ფერის კაბით არა, მაგრამ წითელი ფერის ფონით მოვიდა "მის-ვარსკვლავები 20"-ზე – ნაციონალური მოძრაობისახალგაზრდა წევრი ანუ გურგენიძე. მიშა მესხის საქებრად უნდა ითქვას, რომ მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა პოლიტიკური ანტიპატიების გამოხატვისაგან და ისიც აშკარად ეტყობოდა, რომ ამას მხოლოდ ორგანზიატორის ხათრით აკეთებდა :) – თუმცა ბოლოში გულმა მაინც ვერ მოუთმინა და მას შემდეგ რაც 10 მონაწილედან აბსოლიტურმა უმრავლესობამ პოლიტიკაში თავის სიმპათიად დავით ბაქრაძე დაასახელა (ერთმა სოსო ჯაჭვლიანიო, ერთმა ირაკლი ალასანიაო), მაინც ამოიხეთქა მოთმინებამ და – მაგას ცოცხებიც ძალიან უყვარდაო, ხმამაღლა ამოიოხრა :))))))))) – რასაც ნაციონალების მაგიდიდან რეაქცია არმოყოლია :)) მოკლედ ასეთი მხიარული პოლიტ-კოჰბიტაცია "მის-ვარსკვლავებს" არ ახსოვს, თან იმ ფონზე როცა ათივე გამარჯვებული გოგონა დაბნეულობის ზღვარზე იყო და წამყვანებთან მინიმალურ დონეზე შეძლეს გახსნა (თუმცა ამბიციები დიდი იყო), დაჯილდოების და ნომინაციების გადანაწილების დროსაც აშკარად იგრძნობოდა ფარული გულისწყვეტა, რადგან ყველას სურდა მთავარი ტიტული და გვირგვინოსნობა, მიუხედავად იმისა, რომ ათი გამარჯვებულიდან ათივეს ერთი რამ აერთიანებდა – ის, რომ არცერთი არ ელოდა გამარჯვებას და ათეულში გასვლას 80 მონაწილე გოგონადან, - მაგრამ პირველობა მაინც სულ სხვაა… და თუ კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში თავიც კი არ შეუწუხებია უმეტესობას გამარჯვებისთვის სამბრძოლველად, ბოლოს მაინც გულდაწყვეტილი და გაბუტული დარჩა, მითუმეტეს – როცა გვირგვინი ნაციონალმა დაიდგა თავზე :)) საოცრად სასაცილო იყო, ერთ-ერთი ნაციონალური საიტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ანი გურგენიძის ფოტოგენურობის კონკურსში გამარჯვება ლამის ნაციონალური პარტიის არჩევნებში გამარჯვების დასაწყისად გამოაცხადეს :))) თავი-ბოლო მე-20 საიუბილეო დაჯილდოებამ წარმატებულად ჩაიარა, განსაკუთრებულად კმაყოფილი ორგანიზატორი ჩანდა იმ ხალხთან ერთად, რომელთათვისაც აბსოლუტურად მხიარული და დასაცინ-გასართობი იყო პოლიტ-კოჰბიტაციის ხაზის გატარება დაჯილდოების დროს. ფოტოგენურობის 21-ე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სურათების მიღებაც დაიწყო უკვე ინტერნეტ-ტელეკომპანია "ვარსკვლავებმა", რომელიც შემოდგომის ბოლოს გამოავლენს 10 გამარჯვებულს, რომელთა შორისაც ალბათ ტრადიციულად იქნებიან გამარჯვებულები მთელი საქართველოდან, რადგან კონკურსის წარმატებულობის ერთ-ერთი მიზეზი მის აბსოლუტურ მიუკერძოებლობასთან ერთად, რაიონელი და პროვინციელი გოგონების მასში თანჩართულობაა, რომლებიც ინტეგრაციას მარტივად ახდენენ თბილისელ თანატოლებთან. "მის-ვარსკვლავები 20" ნომინანტები მის-შარმი - თამუნა ბუთხაშვილი მის-მომხიბვლელობა – ანა გურგენიძე მის-ექსტრავაგნტულობა – თეო გოგაძე მის სექსუალობა - მარიამ ბასლანძე მის-გრაცია - სოფო კუპატაძე მის-ღიმილი – სოფო ხუგოიანი მის-იმიჯი – ნეტო აბულაძე მის-ელეგანტურობა – ხატია აფციაური ჟიურის სიმპათია - ელენე ობოლაშვილი მის-ფოტო - მარიამ ნიჟარაძე 350 1-ს მოსწონს
|