საქართველო სააკაშვილი: ეს არის საერთო გამარჯვება! 2014, 27 ივნისი, 23:14 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა და საქართველოს მოსახლოებას მიულოცა. "ეს არის საერთო გამარჯვება ქვეყნის, ყველა პოლიტიკური ძალის, ვინც აცხადებს თავის ერთგულებას ევროპული არჩევანის მიმართ. პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობას დღევანდელს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, "–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა, რაც გულისხმობს ევროპასთან დაახლოების კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს. 467 1-ს არ მოსწონს
|