საზოგადოება ბევრი ფული, ძალიან ბევრი ფული! 2014, 27 ივნისი, 2:16 ![]() (2002 წელი) - როცა ამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, ნუ დაელოდებით იმას, რომ მასში ბადრი პატარკაციშვილის მილიონებსა და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ვისაუბრებთ, რადგან დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ ეს ადამიანი არავითარ ინვესტიციას (შემდგომში მოგების მიზნით რაიმეში ფულის დაბანდება, - ავტ.) არ ახორციელებს, უბრალოდ, ხალხს ჩუქნის ფულს, ძალიან ბევრ, დიდ ფულს, ჩუქნის მას, ვისაც ის ისედაც ძალიან ბევრი აქვს. * * * ![]() * * * ![]() ხალხი იმასაც ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იქნებაო! მაგრამ აბა სააკაშვილი? ჟვანია? ბურჯანაძე? ნათელაშვილი და სხვა მრავალნი?! ხალხი იძახის პატარკაციშვილი იქნებაო პრეზიდენტი… ვინ იცის, ორი წელი პატარა საქართველოს შიდა ისტორიისთვის ხომ არც ისე ცოტა დროა. * * * ბადრი პატარკაციშვილმა ურეკი იყიდაო, ბადრი პატარკაციშვილმა ცირკი იყიდაო, რიტუალების სასახლეო, ზოოპარკიო, ბადრი პატარკაციშვილმა მომღერლები იყიდა და თავის ნებაზე გამოიყენებს წინასაარჩევნოდო, ბადრი პატარკაციშვილმა ტელევიზია იყიდაო, გაზეთებიო, ჟურნალებიო… და მაინც ძალიან ბევრი, ბევრი ფული აქვსო! ![]() * * * საქართველოს მოსახლეობის 90% აღარავისი არ სჯერა, ღმერთის გარდა, მათ იმედი აღარ აქვთ, იმედი საკუთარი მომავლის არსებობისა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 90% ფული არ აქვს, ფული რომლითაც ყველაფერი შეგიძლია იყიდო (მათ შორის იმედიც), რადგან, ყველაფერი იყიდება თავის ფასი აქვს! საქართველოს მოსახლების 90% თანახმაა შეჩვეული ჭირი ერჩიოს შეუჩვეველ ლხინს! საქართველოს ხალხი თანახმაა გაყვეს აწმყოს დინებას, რომლის ბოლოც არც ფარავნის ტბაში ჩადინებაა და არც ბაზალეთის, მისი ბოლო უფსკრულია, მაგრამ არსებობს რაღაც მესამე, რაღაც სხვა, არა რწმენა და არა იმედი, არამედ მათზე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს უსახელო, რაღაც მესამე, რის გულისთვისაც ხალხი თანახმაა დამდაბლდეს დღეს, რათა ამაღლდეს ხვალ, ეს რაღაც მესამე კი აქვე, ახლოსაა, მხოლოდ ხელით შეხება სჭირდება, მხოლოდ აღება და გამოყენება, მაგრამ ძალაგამოცლილ და დაღლილ ხალხს, ეს არ ხელეწიფება, საჭირო არის სულ სხვა თაობა და მოძრაობა, რომელიც სახელს დაარქმევს ამ მესამეს, არა რწმენას და რა იმედს, არამედ მათზე ათასჯერ უფრო ღირებულს, საჭირო არის თაობა, რომელიც იტყვის – ამ სიცოცხლეში ცხოვრება ჩვენც გვინდა, მხოლოდ ისე, როგორც შეეფერება ამ სიცოცხლეში, დროებით, სტუმრად მოსულ დგმურს, ანუ ჩვენ!!! ახალი თაობა და მოძრაობა… მოდის! რევოლუცია მოდის!!! ბესო ჩუბინიძე 2002 წელი ![]() 107 2-ს მოსწონს
|