საზოგადოება 5 ყველაზე ორიგინალური შურისძიება 2014, 26 ივნისი, 12:30 ლორენა ბობიტი ჯონ ბობიტის წინააღმდეგ
ლორენამ გადაიტანა ძალადობა და სასტიკი მოპყრობა ქმრისგან, იგი აგრეთვე გაუპატიურების მსხვერპლი იყო ქორწინების პირველ დღეს. ერთხელ, როდესაც ქმარი შინ დაბრუნდა მთვრალი და ქალი მორიგი ძალადობის მსხვერპლი შეიქმნა, ლორენამ აიღო დანა, ქმარს მამაკაცური ღირსება მოაჭრა და ფანჯრიდან გადააგდო. ექიმებმა ჯონს პენისი მიაკერეს..ამის შემდგომ მათი გზები რა თქმა უნდა გაიყარა. კეტი კოლმანი ენტონი სტოკლემანის წინააღმდეგ პედოფილი ენტონი სტოკელმანი ცხოველთა რიცხვს უფრო განეკუთვნება...მან მხეცურად მოკლა 10 წლის კეტი ენტონი.შემდგომ ენტონი დაიჭირეს და ციხეში გამოამწყვდიეს.....ენტონისთვის საუბედუროდ იმავე ციხეში სასჯელ იხდიდა კეტის ბიძაშვილი..ერთ დილით მან გაიღვიძა ტატუთი შუბლზე-"კეტის შურისძიება", რომელიც სიცოხლის ბოლომდე ექნება. კორა კრიპენი ჰოული კრიპენის წინააღმდეგ კორა დოქტორ ჰოული კრიპენის ცოლი იყო, მას საყვარელი ჰყავდა, დაჰკრა ერთ დღეს ფეხი და საყვარელთან ერთად ინგლისიდან ა.შ.შ-ში გადაბარგდა...ხოლო ცოლზე ხმა გაავრცელა, რომ იგი გარდაიცვალა, რაც დიდი შეცდომა იყო... მალე სკოტლან-იარდში საჩივარი შევიდა, რომ შესაძლოა ჰოულმა ცოლი მოკლა და თვითონ საყვარელთან ერთად გაიპარა..დაიწყო გამოძიება, გახრწნილი სხეული იქნა ნაპოვნი კრიპენის სარდაფში..იგი დაიჭირეს და 1910 წელს სიკვდილით დასაჯეს. თუმცა თითქმის საუკუნის შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ერთხმად დაადასტურა, რომ გვამი კორას არ მეკუთვნებოდა....დოქტორი ჰოული სიკვდილით იქნა დასჯილი იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. სამსახურეობრივი რომანი 22 წლის ალინა ფ.-მ კრიზისული მდგომარეობის გამო სამსახურიდან გაანთავისუფლა თავის ქვეშემრდომი და თან საყვარელი იგორი. მაშინ იგორმა გადაწყვიტა საკმაოდ ორიგინალურად ეძია შური ყოფილ საყვარელზე.მან ლესბოსელთა საიტზე დადო ალინას სურათები..საქმე იმაშია, რომ ალინა გაქანებული ჰომოფობი გახლდათ..როდესაც გაიგო ამის შესახებ გოგონამ ისე განიცადა მომხდარი ფაქტი, რომ მთლიანად აზროვებენის უნარი დაკარგა, საბოლოოდ იგი ფსიქიატრიულ სააავადმყოფოში იქნა გადაყვანილი სადაც სანიტარს ცხვირიც კი მოაჭამა. ალან რალსკი 2003 წლიდან უკვე მრავალი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტი, თუმცა ელექტრონულ ფოსტაზე მოსული სპამები უკვე სახელმწიფოსთვის ყურადსაღები ფაქტი გახდა. სპამების მეფე იყო ალან რელსკი, რომელიც მილიონობით მომხმარებლებს უგზავნიდა წერილებს ელექტრონულ ფოსტაზე თავის ბიზნესის შესახებ. საბოლოოდ ალანს შეარქვეს სახელი "არამზადა" და "მავნებელი". როდესაც ერთ-ერთმა გაზეთმა რალსკის ფუფუნებით აღსავსე ცხოვრება აღწერა 743 მ.კვადრატული სახლით, ამის შემდგომ ხალხი და სახელმწიფო რალსკის წინაააღმდეგ გაერთიანდნენ. მისი ფიზიკური მისამართი დადგენილი იქნა, "არასასურველ ფოსტის" სიაში შეიყვანეს და ათობით საიტზე გაავრცელეს...ახლა უკვე თვითონ რალფს და მის ოჯახს მოსდიოდა ყოველდღიურათ ათასობით სპამი ფოსტაზე. უფრო უარესიც, მას 51 თვე მიუსაჯეს ციხე საფონდო მანიპულაციების გამო. 676 7-ს მოსწონს 1-ს არა
|