x
image
natia.a
ენერგეტიკული ნუგბარი 3 ინგრედიენტისგან - სასარგებლო და მარტივი რეცეპტი
ენერგეტიკული კანფეტები, შოკოლადები თუ სხვა სახის ტკბილეული განსაკუთრებით პოპულარულია დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე, სპორტსმენ, ან, უბრალოდ, ძალიან დაკავებულ ადამიანებში, რომლებსაც არ რჩებათ დრო სრულფასოვანი სადილის მირთმევისთვის.


თუმცა ის, რასაც დღეს მარკეტებში გვთავაზობენ, გაურკვეველი წარმოშობისა და შემადგენლობის "ბატონჩიკებია", რომელთა ხარისხი ეჭვის ქვეშ დგას.


ამიტომ გთავაზობთ ძალიან სასარგებლო ენერგეტიკული ნუგბარის უმარტივეს რეცეპტს, რომლის მომზადება სახლის პირობებში მოზარდებსაც კი შეუძლიათ.


დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი:



1 ჩ.ჭ. ნიგოზი;

1 ჩ.ჭ. ნებისმიერი ჩირი;

1 ჩ.ჭ. ფინიკი (კურკაგამოცლილი, რა თქმა უნდა).


image



ამ ყველაფერს უბრალოდ დავაბლენდერებთ, სანამ ცომის მაგვარ მასას არ მივიღებთ. გადმოვიღებთ მიღებულ მასას, მოვათავსებთ ცელოფნის პაკეტზე, ხელით მივცემთ დაახლოებით 2-3 სმ. სისქის ოთხკუთხედის ფორმას, გავახვევთ ცელოფანში და გავაჩერებთ მინიმუმ 1 საათით. შემდეგ დავჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად და ჩვენი სასარგებლო ნუგბარიც მზადაა. შეგვიძლია თითოეული ისევ პაკეტში ჩადებული შევინახოთ მაცივარში.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:natia.a
natia.a
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0