x
image
ციცი
Mediator image
სექსუალური ქართველი ლამაზმანების რბოლა მაღალ ქუსლებზე
image

მოგეხსენებათ რაოდენ რთულია ქალისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით სიარული, მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ქალბატონებსაც უწევთ ხშირად მისი ტარება, ამას მამაკაცები ვერ გაიგებენ.

მაგრამ სირბილი მაღალ ქუსლებზე- ეს მართლაც უკვე დამეთანხმებით და ურთულესია...

თუმცა ულამაზესმა ქართველმა გოგონებმა შესძლეს ეს და ქუსლიანი ფეხსაცმლით რბოლაში მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრი გაიმართა მშვიდობის პარკში და ამ კონკურსის ორგანიზატორი იყო კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაცია.


რბოლაში მონაწილეობას ღებულობდა 11 ლამაზი ქართველი გოგონა. კონკურსანტები 7 სანტიმეტრიან ფეხსაცმელზე იყვნენ შემდგარნი, ეს ამ კონკურსის პირობა იყო. იმისათვის, რომ ულამაზეს გოგონებს ტრამვები არ მიეღოთ, ქუსლებზე "სკოჩებს" იწებებდნენ. გოგონებმა მართლაც უმტკივნეულოდ შეძლეს მარათონის დაფარვა.

ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა და საბოლოოდ მათ გამარჯვებული სამი გოგონა გამოავლინეს. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ანი მგელიაშვილი, ჩვიდმეტი წლის სუხიშვილების ულამაზესი მოცეკვავე, რომელიც დაჯილდოვდა ორკაციანი საგზურით თურქეთში.

მეორე ადგილზე გავიდა სალომე გამიაშვილი, ხოლო მესამეზე შორენა ყუბანეიშვილი. შესაბამისად სალომე და შორენაც დასაჩუქრდნენ, მათ გადაეცათ პარფიუმერია და ფულადი პრიზი.

როგორც პირველი ადგილის მფლობელმა ანი მგელაშვილმა აღნიშნა, იგი ყოველ დილით დარბის, ვარჯიშობს და მისთვის სირბილი ცხოვრების წესია. მართალია ქუსლებით ხშირად არ უწევს სიარული, მაგრამ მან შეძლო და გაიმარჯვა ეს კონკურსი და მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის შეჯიბრები ხშირად უნდა გაიმართოს საქართველოში, რადგან ეს ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.imageimageimageimageimageimageimage

image

0
200
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0