x
image
ნოდარ ჯოჯუა
ხაჩიძე-"დებატების დროს ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი"
image"დებატების დროს ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი (უმჯობესია
არყით), "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე.


"დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის განცხადება:


თუ საზოგადოებას სურს დებატები, გარდა ნეიტრალური ტერისტორიისა, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

# ნიკა მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული;

# ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი (უმჯობესია არყით);


# დავით ნარმანია დებატებს უნდა დაესწროს მშობლებთან ერთად;



# დავით ნარმანიას ხმას უნდა დაედოს სპეც-ეფექტები (რევერი და ჰოლი)


# დავით ნარმანიას ტრიბუნასთან უნდა იდოს ცივი საზამთრო და დანა (საზამთრო სასურველია დაუჭრელი);


# ჟურნალისტებს ეკრძალებათ დავით ნარმანიასთვის კითხვების დასმა თბილისთან დაკავშირებით;


# დებატების მიმდინარეობისას, ნებისმიერ დროს, დავით ნარმანიას უნდა შეეძლოს სტუდიაში ორი მოცეკვავის შემოყვანა და გამარჯვების აღნიშვნა უცნაური ცეკვით;


# თუ დავით ნარმანიას რაიმე გამოთქმას ვერ გაიგებთ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ;


# დებატების მიმდინარეობისას, ნიკა მელიას ტრიბუნას, დასაბნევად და დასათარსად ბურთის კენწვლით წრეებს უნდა ურტყამდეს ვიცე-პრემიერი კალაძე;


# დებატების შედეგები უნდა დაითვალოს ირაკლი ღარიბაშვილმა, "-წერს გოგა ხაჩიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ნაცმოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დებატებში გამოიწვია.
















0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0