საზოგადოება 22 მაშველის მეშვეობით სტუდენტი გიგანტური საშოდან იქნა გამოყვანილი 2014, 24 ივნისი, 17:08 კურიოზული ინციდენტი მოხდა გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში.
ამერიკელი სტუდნეტი, რომელიც გერმანიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა, დაინტერსდა 32 ტონიანი სკულპტურით, რომელიც ჩილელ მხატვარ ფერნანდო დელა ჰარას ეკუთვნის.სკულპტურის სახელია "Chacán-Pi"(დაკავდე სიყვარულით).იგი დგას ტიუბინგენის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ფაკულტეტის ეზოში. ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა შემძვრალიყო სკულპტურის ხვრელში, რომელსაც საშოს ფორმა აქვს, თუმცა იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის ხელახლა "შობას" 22 მაშველის დახმარება დაჭირდა. სამაშველო ოპერაციის დროს არც სტუდენტი, არც მაშველები და არც სკულპტურა არ დაზიანებულა, რომელიც 120 000$-ად არის შეფასებული.ავტორის ჩანაფიქრით გიგანტური ვაგინა "სამყაროს კარიბჭეს"სიმბოლოა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით 13 წლის მანძილზე, ანუ იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მონუმენტი გაიხსნა, ამერიკელი სტუდენტი პირველია, რომელმაც გიგანტურ საშოში შეძვრენა მოინდომა, მანამდე მსგავსი ქმედება თავში არავის მოსვლია. 615 8-ს მოსწონს
|