იმერეთი სოფლის ექიმებს სამედიცინო ჩანთა დაურიგდება 2014, 24 ივნისი, 15:14 სოფლის ამბულატორიებში მოქმედ ექიმებს სამედიცინო ჩანთა დაურიგდება, რომელშიც მედიკამენტები და სამედიცინო დოკუმენტაცია იქნება მოთავსებული. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგენკომ კლინიკა "ელჯში" იმერეთში მოქმედ სოფლის ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა. "რამდენიმე თვის წინ იმერეთის რეგიონში, სოფლის ექიმებთან შეხვედრა მქონდა. მაშინ დავსახეთ მიზენები და ახლა მათ ვხვდები, რომელთაც ანგარიში უნდა ჩავაბარო, "-განაცხადა დავით სერგენკომ. 23 შეფასება არ არის
|