ჩეხი ტოპ-მოდელი და იტალიის ნაკრების მეკარის, ჯიჯი ბუფონის ყოფილი ცოლი და მისი ორი შვილის დედა ალიონა სერედოვა, პაპარაცების აზრით და ობიექტივით, ახალ მამაკაცს ხვდება.
მართალია, მისი ვინაობა ჟურნალისტებმა ჯერ ვერ დაადგინეს, მაგრამ ცნობისმოყვარე პაპარაცებმა, ალიონა ვიღაც მელოტ მამაკაცთან ერთად, ტურინში, რესტორან Petit-Bistrot-დან გამოსული დააფიქსირეს, რომელსაც ვნებიანად კოცნიდა.
ალიონა და ჯიჯი ამ რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად გაშორდნენ, რადგან სახელგანთქმულმა მეკარემ, ილარი დ‘ამიკოსთან გააბა რომანი და მასთან გადაბარგდა. როგორც სჩანს, არც სერედოვას უდარდია დიდხანს და გულის სატრფო მანაც მალე მოძებნა.
www.worldsport.ge