ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" ნახევარმცველმა კლუბს "ლივერპულში" ტრანსფერის განხორციელების ნებართვა სთხოვა.
როგორც მოგეხსენებათ, "მერსისაიდელები" უკვე დიდი ხანია ფეხბურთელს უმიზნებენ, თუმცა საუთჰემპტონელები ნახევარმცველს წასვლის უფლებას არ აძლევენ. "ლივერპული" მზადაა 26 წლის მოთამაშეში 25 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, მაგრამ "საუთჰემპტონს" ფეხბურთელის შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
"ლივერპულმა" ლალანას თანაკლუბელი რიკი ლამბერტი უკვე დაიმატა და ინგლისელ ფეხბურთელსაც კარიერის გაგრძელება ამბიციურ კლუბში სურს.
გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 42 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge