საზოგადოება 30 წლის ცისფერთვალება კრიმინალი სოციალური ქსელის სექსსიმბოლოდ იქცა 2014, 21 ივნისი, 23:00 30 წლის ჯერემი მიკსი თავის კრიმინალურ ბანდასთან ერთად იქნა დაპატიმრებული კალიფორნიის შტატში, სტოქტონში. ბანდიტური დაჯგუფების წევრებს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდათ. დაჯგუფების დაპატიმრების შემდეგ მათი ფოტოები სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პოლიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა. 24 საათის განმავლობაში ცისფერთვალება პატიმარმა სასწაული პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის. მისმა ფოტომ 20 ათას მოწონებაზე მეტი და 6 ათასი კომენტარი დააგროვა.
ეს სწორედ ის ფოტოა, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ქალები გააგიჟა:
ჯერემის აქავს ტატუები, რომელიც მის კრიმინალურ ცხოვრებას ასახავს.
იგი ერთ-ერთი ბანდის "Crip"-ის წევრად ითვლება და ეს მისი ტატუდანაც ჩანს, რომელიც მკლავზე აქვს გამოსახული თუმცა მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ჯერემი დანაშაულებრივ ცხოვრებას აღარ ეწევა და მან ღმერთს მიუძღვნა თავისი გული. ტატუ ცრემლის ფორმის, რომელიც ჯერემის აქვს ამოტვიფრული, საერთოდ მკვლელობაში მონაწილეობას აღნიშნავს ეს ის ფოტოა, რომელზეც დაპატიმრებული ბანდის წევრები არიან და რომელიც სოციალურ ქსელზე გამოქვეყნდა ჯერემის ჰყავს ცოლ-შვილი: ცისფერთვალება კრიმინალი დედასთან და ძმასთან ერთად თვითონ ჯერემიც ამტკიცებს, რომ ის დიდიხანია უკვე რაც ბანდის წევრი აღარ არის და იარაღი მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰქონდა. მას 900 ათასი დოლარი დაუდგინეს გირაოს სახით და მისმა ფანატმა ქალებმა დაიწყეს თანხის შეგროვება. სოციალურ ქსელებზე შეიქმნა უამრავი გვერდები მის მხარდასაჭერად, ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ჯერემის მოდელის გარეგნობა აქვს და იქმნება ფოტოები, სადაც კრიმინალი სხვადასხვა ბრენდების მოდელად ყავთ წარმოდგენილი. 1388 4-ს მოსწონს 3-ს არა
|