x
image
worldsport.ge
ჰოჯსონს თანამდებობა შეუნარჩუნეს

imageმას
შემდეგ, რაც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა კოსტა რიკასთან 0:1 წააგო,
ინგლისის ეროვნული ნაკრები მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა. ინგლისელები
შვედეთში 1958 წლის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად
გამოეთიშნენ ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან. წარუმატებლობის მიუხედავად,
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა მწვრთნელმა როი
ჰოჯსონმა ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონტის დასულებამდე
უთავკაცოს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰოჯსონს და ვთხოვეთ პოსტი არ
დაეტოვებინა. მწვრთნელმა ნაკრებში კარგი სამუშაო გასწია და გვინდა მან
გუნდს, საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე უთავკაცოს." -
განაცხადა ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარე გრეგ დიკიმ.
როი ჰოჯსონი
ინგლისის ნაკრებში მუშაობით წელიწადში 3.5 მილიონ გირვანქას იღებს და
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელთა ანაზღაურების მხრივ მეორე
ადგილზეა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0