x
image
ნოდარ ჯოჯუა
ირმა ნადირაშვილი: "საკმაოდ უზრდელი ელჩი გვყოლია ბაქოში"

image"საკმაოდ უზრდელი ელჩი გვყოლია ბაქოში, "-ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი წერს.


"ახლა მოვედი სახლში. კოშმარი დაახლოებით 6 საათზე დაიწყო, როცა მაესტრომ და რუსთავი 2-მა დამირეკეს და მითხრეს თბილისში რაც ხდებოდა. სამწუხაროდ ძალიან უზნეო ელჩი გვყოლია ბაქოში. ჩემს სატელფონო ზარებსაც კი არ უპასუხა. სამაგიეროდ აეროპორტში მოირჩნენ და ჩვენს დაკავებას ითხოვდნენ. ჩემს ოჯახს დღეს ძალიან დიდი ტკივილი მიადგა. ჩემი 6 წლის შვილი თურმე გამუდმებით კითხულობდა ამბავს. დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა. ჩემი ფეისბუკ მეგობრების ძალიან ბევრი მესიჯი დამხვდა. დიდი მადლობა ყველას. მადლობთ, რომ ჩემს გამო განიცდიდით და ნერვიულობდით, "-წერს ირმა ნადირაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბაქოს აეროპორტში საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დააკავა.

image

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0