x
image
K.P.
რატომ ატარებს ნინო ნინიძე დედის გვარს და რას გვიამბობს ის პირად ცხოვრებაზე
imageყველასათვის ცნობადი და საყვარელი მსახიობი ია ნინიძე წლების წინ საქართველოდან რუსეთში წავიდა 2 შვილთან ერთად. სამშობლოს არაფერი ერჩია, მაგრამ გაჭირვებამ თავისი გაიტანა. უცხო ქვეყანასთან შეგუება პატარებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.

იას ქალიშვილი ჰყავს, ნინო ნინიძე. გოგონამ დედის მსგავსად მსახიობის პროფესია აირჩია. ნინოს უკვე წრმატებული კარიერა აქვს. გაიზარდო უცხო ქვეყანაში და ქართველობა შეინარჩუნო ცოტა რთულია, მაგრამ გოგონამ ეს შესანიშნავად შეძლო. "შინაგანად ქართველი ვარ, ქართველის გული მაქვს. ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ მე ვარ ნინო ნინიძე და ქართველი ვარ!"-გვიამბობს ნინო.

image

ია ქმარს ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როდესაც გოგონა ერთი წლის იყო. ნინო დედის გვარს ატარებს. გოგონას გვარი თვითონ არ შეუცვლია, დედამ გადაიყვანა თავის გვარზე. ამ ნაბიჯს დედა-შვილი მარტივად ხსნის, ნინო ნინიძე ლამაზად ჟღერსო. გოგონას მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ცდილობს წარსულში არ იქექოს, არ მინდა იმის გარკვევა ვინ მტყუანი იყო და ვინ მართალიო. ია ქალიშვილის ყოველთვის ახსენებდა, რომ დედასთან ერთად მამაც ჰყავს.


ნინო პირად ცხოვრებაზე არაფერს გვიამბობს. "ჩემს პირადულს ძალიან ვუფრთხილდები, ეს ერთადერთი თემაა, რომელზეც არასდროს ვისაუბრებ. ოჯახის შექმნას არ ვჩქარობ, იმიტომ კი არა, რომ კარიერისტი ვარ, უბრალოდ ძალიან მინდა ერთხელ გავთხოვდე და სამუდამოდ"-გვიამბობს გოგონა.

ნინომ სულ ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძის კლიპში, "განა ყველა ქალი ქალია?!", მიიღო მონაწილეობა და ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

ვუსურვოთ ნინოს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimage

0
350
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0