შოუბიზნესი ვინ არის გიორგი მახარაშვილის შეყვარებული 2014, 16 ივნისი, 9:19 მომღერალი გიორგი მახარაშვილი, ქართველი საზოგადოებისთვის სატელევიზიო მუსიკალური პროექტების საშუალებით გახდა ცნობილი და პოპულარული. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, გიორგი პირველად მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარში" გამოჩნდა. ყველას კარგად ახსოვს ალბათ, სათვალებიანი გამხდარი ბიჭუნა, რომელიც პატარა ასაკის გამო არ მიიღეს პროექტში. გიორგიმ მეორე წელს, 2008–ში სცადა ბედი "ჯეოსტარში" და პროექტის კონკურსანტიც გახდა. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ტელეპროექტ "ახალ ხმაში". გიორგი მახარაშვილი მონაწილეობას ღებულობდა ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ ტელეშოუში "ორი ვარსკვალვი", სადაც მოდელ ირინა ონაშვილს უწევდა მეწყვილეობას და მათმა წყვილმა, როგორც იცით გაიმარჯვა. 21 წლის გიორგი მომავალი არქიტექტორია, მას ზედმეტსახელად მახარას და გოდერძისაც ეძახიან. ცხოვრობს დედ-მამასთან და დასთან ერთად. მუსიკის და სიმღერის გარდა, გიორგი მახარაშვილი მხატვრობითაც არის გატაცებული. როგორც მისი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდიდან ჩანს გიორგი შეყვარებულია. მისი რჩეული კი ლეკა მიქაძეა. ეს მშვენიერი გოგონა გიორგიმ ტელეპროექტ "ორი ვარსკვლავის" ჩაწერებზე გაიცნო. ლეკა მიქაძე "იმედის" თანამშრომელია. მათი ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ სიმპათიებით დაიწყო და როგორც ჩანს სიყვარულში გადაიზარდა, რაც გიორგის პირადი გვერდიდან ჩანს: მათ შორის, რომ მოწონება არსებობდა უკვე დიდიხანია ჩანს მათი ფოტოებიდან, რომელსაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ტვირთავდნენ. გთავაზობთ გიორგი მახარაძის და ლეკა მიქაძის პირად ფოტოებს. 802 5-ს მოსწონს
|