საზოგადოება ძალადობის მსხვერპლის შოკისმომგვრელი სელფი "Facebook"-ზე 2014, 14 ივნისი, 15:45 ![]() 37 წლის ანჟელა ბრაუერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.ცოტა ხნის წინ იგი დაშორდა თავის ბოიფრენდს, მათი ურთიერთობა 6 თვე გაგრძელდა, თუმცა ქალმა მას შემდეგ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, როდესაც მამაკაცმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 18 მაისს მამაკაცი ესტუმრა ბრაუერს, რომ თავისი ნივთები წაეღო, თუმცა ამის მაგივრად მამაკაცმა ქალს მუშტებით ცემა დაუწყო იმ დონეზე, რომ ქალმა გრძნობა დაკარგა. ![]() როდესაც გრძნობაზე მოვიდა, მამაკაცმა განაგრძო მისი ცემა. " შეცდომა დავუშვი, რომ იგი ისევ მივიღე, თითქოს ცოტა ხანი ყველაფერი კარგად მიდიოდა, "-ამბობს ანჟელა-"თუ მსგავსი არაფერი მოგსვლიათ ვერ მიხვდებით, თუ ადამიანები რატომ უბრუნდებიან ერთმანეთს". ![]() ![]() ანჟელამ ფოტოები Facebook-ზე განათავსა, რომ შეახსენოს საზოგადოებას თუ რა არის რეალური საყოფაცხოვრებო ძალადობა. ქალმა მკურნალობის ხანგრძლივი კურსი ჩაიტარა საავადმყოფოში, ქირურგი დაეხმარა მას აღედგინა უწინდელი სახე, თუმცა როგორც ანჟელა აცხადებს ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრამვებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოიშორებს. ![]() ![]() 70 7-ს მოსწონს
|