ევროპის ერთერთ ქვეყანაში, რესტორანში მოწყობილ ქორწილში კურიოზული და სასაცილო შემთხვევა მოხდა. თუმცა ვისთვის სასაცილო და ვისთვის სატირალი, რადგან ბუნებრივია ნეფე-პატარძალს და მით უფრო მიმტანს ნამდვილად არ გაუხარდებოდათ საქორწილო ტორტის ამ დღეში ნახვა. მოკლედ ქორწილის "პიკზე", როცა ნეფე-პატარძლისათვის სპეციალური დაკვეთით მომზადებული ტორტი უნდა შემოეტანათ, მოხდა კურიოზული შემთხვევა-მიმტანს ისე მოუხერხებლად დაუსხლტდა ფეხი, რომ ვერც ტორტის გადარჩენა შეძლო და ვერც თავად შეძლო დაცემისაგან "ეხსნა" თავი. კურიოზი და მხიარულება კი მისმა წაქცევამ გამოიწვია, წაქცევამ არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ მისივე შემოტანილ ტორტზე სახით დაცემამ. ჩემთვის უცნობია შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ გთავაზობთ მომხდარის სურათებს.
:D:D
:))))