შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი ახალი ტატუთი თავს იწონებს 2014, 14 ივნისი, 10:11 მსახიობს და ტელეწამყვანს შორენა ბეგაშვილს წარდგენა არ სჭირდება. ქართველი სექსსიმბოლო საზოგადოებას ხშირად ანებივრებს თავისი ინტიმური ფოტოებით, რაშიც შორენა ცუდს ვერაფერს ვერ ხედავს. რადგან როგორც მსახიობს, მისი სექსუალური ფოტოები დაეხმარება იმაში, რომ ფილმის რეჟისორებმა მასზე გააკეთონ არჩევანი და საუკეთესო როლები შესთავაზონ.
ახლაც შორენამ, რომელიც დასასვენებლად ეგვიპტეში იმყოფებოდა, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა ფოტოები, სადაც იგი თავის უნაკლო სხეულს აჩენს წითელ და თეთრ, შავი ზონრებით გაწყობილ საცურაო კოსტიუმებში. მის თაყვანისმცემლებს არ გამორჩენიათ მისი ახალი ტატუ, რომელიც მკერდის ქვეშ აქვს გაკეთებული. სექსუალური და ულამაზესი შორენას ტატუმ დიდი მოწონება გამოიწვია. შორენასთვის ეს ტატუ პირველი არ არის, მას სხეულზე რამდენიმე ტატუ აქვს ამოტვიფრული. ალბათ დამეთანხმებით, რომ მის უზადო სხეულს ეს უფრო მეტ სილამაზეს აძლევს.
ასეთივე ფორმაში გამოწყობილი შორენას ხილვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ახალ რეკლამაში, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა. შორენასთან ერთად ამ ვიდეო რგოლში სხვა ქართველ ცნობილ ლამაზმანებსაც იხილავთ, ასევე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილებს.
გთავაზობთ ფოტოებს სექსუალური და თამამი შორენა ბეგაშვილის "ფეისბუქის" გვერდიდან:
ფოტო ვიდეორგოლიდან: 395 3-ს მოსწონს 2-ს არა
|