იმერეთი ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა +(ფოტორეპორტაჟი) 2014, 14 ივნისი, 0:21 ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ასევე, მდინარე ოღასკურა ადიდდა. ადიდებული მდინარის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები დაიტბორა. დილიდან გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც ოღასკურას კალაპოტი ეკალ-ბარდებითა და ხის ტოტებით გაიჭედა და წყალი არ გაატარა. კალაპოტიდან ამოსულმა მდინარემ კი მაღაზიაში შემოაღწია და მაცივრები დაგვიზიანა. როგორც შემოსულმა კლიენტებმა თქვეს, კორპუსების სადარბაზოებში და სარდაფებშიც ჩასულა წყალი, "-განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ ნელი ნანიტაშვილმა. ადგილზე საგანგებო და სახანძრო ბრიგადის ეკიპაჟები მუშაობდნენ და ამოტუმბვით სამუშაოებს ასრულებდნენ. 56 შეფასება არ არის
|