კრიშტიანუ რონალდუს სატრფო, ირინა შეიკი აქტიური ქალი რომაა საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში ირინამ ქალთა უფლებების დამცველობასაც მიჰყო ხელი და როგორც ყველაფერში, ამ საქმეშიც დიდად წარმატებულია.
რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუს გულისსწორმა, ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლე გოგონების მხარდასაჭერად, ფოტოსესია მოაწყო და პრაქტიკულად შიშველ სხეულზე დაიწერა: “დაგვიბრუნეთ გოგონები“. ირინას ამ აქტივობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.როგორც იცით, ნიგერიელი სკოლის მოსწავლე გოგონები ისლამისტურ-ტერორისტული ორგანიზაციის, “ბოკო ჰარამის“ წევრებმა მოიტაცეს და ამ ამბავმა მთელი მსოფლიოს საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ირინა შეიკი ვისზე ნაკლები გოგო იყო, თავისი პოზიცია აქაც რომ არ დაეფიქსირებინა...
www.worldsport.ge