საზოგადოება ნუკა კვალიაშვილი დედის ავადმყოფობის შესახებ სკანდალურ განცხადებას გააკეთებს: "ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ" 2014, 8 ივნისი, 22:47 მომღერალ ეკა კვალიაშვილს საქართველო უკვე წლებია იცნობს. მისი ქალიშვილი, ნუკა კი საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ, პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო.
რამდენიმე თვის წინ ექიმებმა ეკა კვალიაშვილს ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სჭირდებოდა. მის დასახმარებლად ეკა ხოფერიამ სპეციალური გადაცემა გააკეთა, სადაც მომღერლისათვის საკმაო თანხა შეგროვდა. სამწუხაროდ ეკას, შეგროვილი თანხის მიზერული ნაწილი გადაეცა. მომღერალი საზღვარგარეთ გამოკვლევებზე უკვე იმყოფებოდა. საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.
"ბევრი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის. ასევე გაგიმხელთ „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს. ეჰ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არც კი იცით. ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული რომ აქვს და ტლიკინებს, მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე. მხოლოდ საქართველოში–ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ***ები. ფუი, სამარცხვინოებო...."-წერს ნუკა სოციალურ ქსელში. ნუკას სულ ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა. პატარას ლუკა დაარქვეს. ვუსურვოთ ეკას გამოჯანმრთელება და ბედნიერი მომავალი... 2288 5-ს მოსწონს 2-ს არა
|