სხვა ყველაზე საშინელი კერძები მსოფლიოში, რომელთა გასინჯვას ვერასოდეს გაბედავდით 2014, 8 ივნისი, 11:28 საყოველთაოდ ცნობილია, რომ აზია მდიდარია გამორჩეული კერძებით, დელიკატესებით, სანელებლებითა და არომატებით. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ძალიან უცნაური, ზოგჯერ კი საშინელი კერძიც კი შემოგთავაზონ, რომლის დაგემოვნებას ნამდვილად ვერ გაბედავდით. ამ ცოტა ხნის წინ გაგაცანით ჩინური დელიკატესები, რომელთა მხოლოდ ფოტოების ნახვამაც კი ბევრ თქვენგანს ზიზღი მოჰგვარა. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უცნაური, ეგზოტიკური კერძების ათეული, რომელთა გასინჯვას მხოლოდ განსაკუთრებით მაგარი კუჭისა და ნებისყოფის ადამიანი თუ გაბედავდა.
დარწმუნებული ვარ, ამ საშინელ კერძებთან შედარებით ტარაკნები, კალიები და ჭიანჭველები უგემრიელეს საკვებად მოგეჩვენებათ.
1.თოლიას ღვინო-ასე უწოდებენ ამ სასმელს ინუიტები(კანადელი ესკიმოსები). ამ უცნაური სასმელის რეცეპტი ასეთია: მკვდარ თოლიას ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ წყალს და ათავსებენ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. ევროპელები, რომლებმაც ამ ღვინოს გასინჯვა გაბედეს, ასე აღწერდნენ მას :"თუ თქვენ გახსნით "ტოიოტას" კარბურატორს და დალევთ იქ დარჩენილ სითხეს, მაშინ წარმოიდგენთ, თუ რა გემო აქვს ამ საზიზღარ სასმელს". ღვინოს მხოლოდ ერთი პლიუსი აქვს: ის ძალიან მალე ათრობს, თუმცა სამაგიეროდ საშინელი ნაბახუსევი იცის. ![]() 2.ტუნძიდანი, ანუ ბიჭების კვერცხები-ჩინური პროვინციის ჩეძიანის ტრადიციული კერძია. ამ კერძის მოსამზადებლად კვერცხებს ხარშავენ შარდში, რომელიც შეგროვებულია მხოლოდ მომწიფების ასაკს მიუღწეველი ბიჭუნებისაგან. სითხის ადუღების შემდეგ კვერცხებს ამოიღებენ და ტეხავენ, რათა სითხემ შიგნით შეაღწიოს. ხარშვის პროცესი მთელ დღეს გრძელდება. კერძი მზად ითვლება, როცა ნაჭუჭი დასკდება. ამბობენ რომ ტუნძიდანს ოდნავ მარილიანი გემო აქვს. ![]() 3.ჰაუკარლი-ისლანდიური ეროვნული კერძია, რომელიც წარმოადგენს გრენლანდიური პოლარული ზვიგენის გახრწნილ ხორცს. ახალ მდგომარეობაში პოლარული ზვიგენის ხორცი მომწამვლელია დიდი რაოდენობით ამიაკის შემცველობის გამო. ამიტომ ხორცს ჭრიან ნაჭრებად, ათავსებენ კონტეინერებში და დგამენ მზეზე 5-7 კვირის განმავლობაში, ან მეტხანს(სეზონის მიხედვით). შემდეგ ნახევრად გახრწნილ ხორცს იღებენ, კიდებენ კაუჭებზე და კვლავ აჩერებენ მზეზე 2-3 თვე. ამ ხნის განმავლობაში ხორცის ნაჭრები გარეკანით იფარება. სუფრაზე მიტანის წინ ამ კანს აჭრიან და მხოლოდ შუაში დარჩენილ მოყვითალო შეფერილობის ხორცს იყენებენ საკვებად. ![]() 4.ლუტეფიკსი-ტრადიციული სკანდინავიური თევზის კერძია. ესაა საშობაო დელიკატესი, რომელიც პოპულარულია ნორვეგიაში, შვედეთში და ფინეთის ზოგიერთ რაიონში. კერძის მოსამზადებლად გამხმარ თევზს ალბობენ კაუსტიკური სოდის ხსნარში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ხსნარიდან იღებენ და წყალში აჩერებენ რამოდენიმე დღე. ქიმიური რეაქციის გამო თევზის რბილობი ჟელესმაგვარი კონსისტენციის ხდება და ღებულობს სპეციფიურ მძაფრ სუნს. ამის შემდეგ ლუტეფიკსს წვავენ ტაფაზე ან ღუმელში. ![]() 5.ბალუტი-მოხარშული იხვის კვერცხები, რომლებშიც უკვე განვითარებულია ჩანასახი. კერძი საკვებად გამოიყენება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში-ვიეტნამში, კორეაში, კამბოჯაში, ლაოსში, ტაილანდში და ჩინეთის ზოგ რაიონში. ბალუტი გემოთი მოხარშულ საქონლის ღვიძლს წააგავს. ![]() ![]() ![]() 8.სიურსტრომინგი-შვედური ეროვნული კერძია, რომელიც წარმოადგენს კონსერვირებულ დამწნილებულ სტავრიდას. გასუფთავებულ თევზს აწყობენ ღია ჭურჭელში, ამარილებენ, ასხამენ წყალს და ტოვებენ ჰაერზე, რათა დადუღდეს. ამის შემდეგ თევზს ათავსებენ კონსერვის ქილებში, რომ კიდევ გააგრძელოს დუღილი. საბოლოოდ ის ღებულობს სპეციფიურ სირბილეს და დამახასიათებელ მყრალ სუნს. ![]() ![]() ![]() 2209 17-ს მოსწონს |
და ჩემი აზრით ზოგადად ამ კერძების (თუ შეიძლება ამას კერძი უწოდო) წარმოშობა განაპირობა გარემო პირობებმა ,სიდუხჭირემ და ომებმა.
და აქ კომენტარში წავიკითხე "ადამინის ემბრიონების სუპი" ეს კი უკვე ჩემი აზრით კანიბალიზმია და სადღაც მაქ წაკითხული რო მაგ საშინელებას მიირთმევენ რათა მოიპოვონ უკვდავება, იყვნენ მუდამ ახალგაზრდები და რაღაც იდიოტური აზრებით შეპყრობილი ფულიანი სექტანტი "სასტავი"