mint colour-ფერი, რომელმაც წლევანდელ სეზონზე ყველა მოდური ქალის გარდერობი "დალაშქრა და აითვისა".
აღმოჩნდა, რომ ეს მოდური ნახევრატონი, რომელიც მწვანისა და ლურჯის გრადაციას წარმოადგენს, ნებისმიერი ფერის სამოსს უხდება.
მისი ჩაცმა ერთნაირი წარმატებითაა შესაძლებელი ჯინსებიდან დაწყებული, მკაცრი ქვედაბოლოთი დამთავრებული ყოველგვარი სახის სამოსზე. ![image](/uploads/article_images/small/951336812999.jpg)
თუმცა, თუკი სეზონის ამ აქტუალური "მასთჰევის" ტარებას გადაწყვეტთ, უმჯობესია იგი, მკვეთრი ფერის აქსესუარებს შეუსაბამოთ, მაგალითად მუქ ყვითელ ჩანთას, მკვეთრ ჟოლოსფერ საყურე-სამაჯურს, ან ასეთიფე ფერის ან აგურისფერ პომადას. mint colour ზაფხულის ფერია, ამიტომ ამ ტონალობის სამოსს თუ ოდნავ რუჯმოკიდებულ სხეულს და ჟანგისფერ თმებსაც შეუხამებთ, სეზონის ყველაზე მოდური ქალბატონის ტიტული თამამად შეგიძლიათ მიისაკუთროთ .