სლოვაკმა ჩოგბურთელმა ქალმა, დომენიკა ციბულკოვამ აღიარა, რომ შარშან ერთბაშად სამ მამაკაცს ხვდებოდა და საბოლოოდ რა გასაკვირია, რომ ეს ფაქტი ციბულკოვას გულისსწორთა შორის გაწევ-გამოწევის, ჩხუბისა და აყალმაყალის მიზეზი გახდა.
ციბულკოვა ახლა ამბობს, რომ მრავალსაყვარლიანობის ეპოქა წარსულში დარჩა და ამჯერად მხოლოდ ერთი მეგობარი მამაკაცით კმაყოფილდება, თუმცა არ ესმის მავანთა მხრიდან ის მორალისტური შემოტევები, რაც მას საკუთარი ცხოვრების წესის გამო ხვდა წილად.
ციბულკოვას პირადი ცხოვრება რასაკვირველია მისი საქმეა და ვერავინ გააკონტროლებს ერთი საბნიდან ოთხი ფეხი იქნება ამოჩრილი თუ თოთხმეტი, მაგრამ დომენიკა ციბულკოვასთვის ალბათ არავის უთქვამს, რომ იგი ცნობილი ჩოგბურთელის პარალელურად უკვე საჯარო პირია და ბუნებრივია, რომ მისი ცხოვრებით დაინტერესებაც მეტი იქნება.
www.worldsport.ge