საქართველო პარლამენტის შენობაში გველი არ უპოვიათ 2014, 6 ივნისი, 3:22 ამ დღეებში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში დამლაგებელმა გველი აღმოაჩინა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იყო შემოხვეული. აღნიშნული ინფორმაციის წყარო, ახლად შექმნილი ინტერნეტ პორტალი "დეზნიუსია", რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა აიტაცა და ერთი კვირის განმავლობაში ტოპ–ნიუსად იქცა. საქართველოს პარლამენტის შენობაში გველი არ უპოვიათ. 158 შეფასება არ არის
|