x
image
ნოდარ ჯოჯუა
ვანში 25 წლის გიორგი თვალაბეიშვილი გარდაიცვალა

imageვანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. ავტომანქანის აფეთქებამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილია 25 წლის გიორგი თვალაბეიშვილი.


"გიორგი ეზოში მანქანის შეკეთებით იყო დაკავებული, რომელსაც გაზი ჰქონდა დაყენებული. უეცრად მანქანა აფეთქდა, გიორგი ადგილზევე გარდაიცვალა, "-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.


ფაქტზე გამოძიება 116-მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

0
2962
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
2962
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0