სხვა სელფი რიო-დე-ჟანეიროს სახელგანთქმული ქრისტეს ქანდაკების თავზე 2014, 2 ივნისი, 16:56 31 წლის ლონდონელი ლი ტომპსონი, რომელიც ტურისტული სააგენტოს მეპატრონეა, ავიდა ბრაზილიაში მდებარე იესო ქრისტეს სახელგანთქმული ქანდაკების წვეროზე და გადაიღო იქ ფოტოსურათები, რომლებითაც ბევრი მოგზაური ვერ დაიტრაბახებს.
![]() ქანდაკებას რეკონსტრუქციას უკეთებენ, რადგან ცოტაოდენი ხნის წინ ძლიერმა ჭექა-ქუხილმა ის დააზიანა. სკულპტურას მეხი დაეცა და ერთი ხელი მნიშვნელოვნად დაუზიანდა. რეკონსტრუქციის პერიოდში ტომსონმა მოახერხა და ბრაზილიის ტურიზმის სამმართველო დაითანხმა ქანდაკებაზე ასულიყო. 40-მეტრიან სკულპტურაზე ასვლას მან 20 წუთი მოანდომა. ![]() "-მე არასოდეს არ მეშინოდა სიმაღლის და რთული ადგილების, მაგრამ ის შეგრძნება, რაც აქ დამეუფლა, საოცარი იყო. მე ერთდროულად მქონდა კლაუსტროფობიის, აკროფობიის და დიდი სიამოვნების განცდა და ეს იყო უმშვენიერესი შეგრძნება", -ამბობს ლი ტომსონი. ![]() გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით ტურისტებმა შეადგინეს 2-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელზეც აღბეჭდილია ქანდაკების მწვერვალზე ასვლის მომენტი და ზემოდან გადაღებული საოცარი ხედები. ![]() გთავაზობთ ამ ვიდეორგოლს, რათა ვირტუალურად მაინც იმოგზაუროთ ბრაზილიაში და დატკბეთ იესო ქრისტეს ქანდაკების წვეროდან გადაღებული მშვენიერი სურათებით. 129 15-ს მოსწონს
|