x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონიაში დაგრეხილი კბილები შემოვიდა მოდაში
ერთ-ერთი ტოკიოს სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც გინძის (Ginza) რაიონში მდებარეობს, მას შემდეგ გახდა პოპულარული, როდესაც მომხმარებლებს შესთავაზა დაგრეხილი კბილების სერვიზი...განსაკუთრებით მსგავს პროცედურებს დიდი ხალისით გადიან იაპონელი მოზარდი გოგონები.image

ევროპის ქვეყნებში დაგრეხილი კბილები ითვლება, როგორც არასრულყოფილების უმაღლესი ფორმა....ხოლო ამერიკაში ბრეკეტის გამოგონებას ლამისაა ღვთის ნაბოძები სასწაული უწოდონ.


ამ მხრივ იაპონიაში სულ სხვა მდგომარეობაა...მათი აზრით ნორმალურ ადამიანს, როცა დაგრეხილი კბილები აქვს, უფრო მომხიბვლელად და ლამაზად გამოიყურება.


"იობა" ასე ჰქვია საჭრელ კბილებს და ითვლება არა დეფექტად, არამედ ინდივიდუალური მომხიბვლელობის გამომხატავ ნიშანად....საჭრელი კბილების გვერდით გამოშვერილია დაგრეხილი ორი ეშვი, როგორც ეს მტაცებელ ცხოველებს აქვთ.


image
























სწორედ ამიტომაც დაგრეხილ კბილებიან იაპონელ გოგონებს უფრო მეტი შანსი აქვთ გათხოვდნენ..ვიდრე იდეალურად ჩაწიკწიკებულ კბილიანებს, რომელიც ასე აშინებს ისედაც თავის თავში არათვითდაჯერებულ იაპონელ მამაკაცებს.

image


































ცეცხლზე ნავთს ასხამენ ცნობილი იაპონელი ვარსკვლავებიც, რომლებიც მასიურ პროპაგანდას უწევენ იობას.

ამის დასტურია იაპონელი პოპ-ვარსკვლავების კლიპი..სადაც ყველას დაგრეხილი კბილები აქვთ.


კლინიკის დანტისტი იოკო კაშიამა((Yoko Kashiyama), აცხადებს, რომ ატარებს მრავალ კოსმეტიკურ პროცედურებს...მაგრამ იობა ყველაზე მოთხოვნადია სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის.

image



































კბილების დაგრეხვის პროცედურა სულ რაღაც 5 წუთი გრძელდება, ეშვებთან წებოს მეშვეობით მაგრდება ხელოვნური კბილები, რომელიც სასურველ ეფექტს იძლევა.

image























image

7
134
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
2014, 2 ივნისი, 14:42
კარგი რომ დააკონკრეტე:)
ეს იმან უნდა იჯავროს ვინც ასეთ მოდაზეა აყოლილი თორე ჩემტვის ისაა მოდა რაც მიხდება და რისი საშუალებაც მაქვს
2014, 2 ივნისი, 14:39
იაპონიაში რაც უფრო პატარა ფეხი და მკერდი ჰქონდა ქალს,უფრო ლამაზად ითვლებოდა..მასეა მანდ მიღებული..ამიტომ მკერდს იკრავდენ ხოლმე..და სპეციალურ მოჭერილ ფეხსაცმელს იცვამდნენ.....მასე კბილებზეც....ეგეც მაგათ ტრადიცია .ყოფილა...მოდა არის და გაივლის..მთავარია თავიანთი საკუთარი აიტაცეს და არა სხვისი..ამის თქმა მინდა...
2014, 2 ივნისი, 14:35
მე არც ადათ წესებზე და არც ტრადიციაზე ვამბობ არაჩანდა,ბევრი რამ მისაბაძი აქვთ,მე მ ტენდეციაზე და მოდაზე ვსაუბრობ კონკრეტულად არ მომეწონა და არ მომწონს საერთოდ ვინც არ უნდა იყოს ერი,ქალაქი თუ პიროვნება ასეთ სულელურ რამეებს რომ აფეტიშებს.თორე შესაძლოა არ მომწონს სხვისი კულტურა მაგრამ პატივს ვცემ,აი ეს კი არც კულტურაა არც ადათი და არც ტერადიცია
2014, 2 ივნისი, 14:32
მაგათ თავიანთი ადათ-წესები აქვთ და იცავენ ჩვენგან განსხავებით..რომ ვეტენებით...წერეთლის ღამურასავით....იაპონელებს შეიძლება ჩვენი ადათ-წესევიდნა ბევრი სასაცილოდ მოეჩვენოს
2014, 2 ივნისი, 14:27
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
2014, 2 ივნისი, 13:56
რა უბედურებაა, ვამპირებს გვანან.
0 1 7