ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ფერნანდო მორიენტესის ცოლი, ცნობილი ესპანელი მოდელი, მარია ვიქტორია ლოპესი უკვე წლებია, პოდიუმს აღარ გაკარებია. მიზეზი მარტივია – მარიას ახალგაზრდობის წლები რახანია წარსულს ჩაბარდა.
თუმცა, მიმდინარე წელს ესპანეთის უმშვენიერეს კუნძულ მალიორკაზე ტარდება სილამაზის კონკურსი 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს შორის, სადაც მონაწილეობის მიღებას მორიენტესის ცოლიც აპირებს და ახლა ეს ქალბატონი ისეთ ფორმაშია, ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ზემოთხსენებულ კონკურსზე მარია ვიქტორია ლოპესი უშანსოდ იქნება.
მარიასა და ფერნანდოს ორი შვილი ყავთ და როგორც მორიენტესი ამბობს, ცხოვრების ყველაზე საინტერესო ნაწილი - შვილების გაზრდა ჯერ კიდევ წინ აქვს. ფერნანდო და მისი ცოლი აგერ უკვე 12 წელია ერთად არიან და მორიენტესის საფეხბურთო კარიერის პიკიცა და დაღმასვლაც ერთად გაიარეს.
www.worldsport.ge